ნელი გოგინავა
ლიონის კათოლიკური უნივერსიტეტი(საფრანგეთი)
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამის წარმატებული სტუდენტი ნელი გოგინავა. ნელი Erasmus + სასწავლო გრანტის მფლობელია და 2018– 2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი ლიონის კათოლიკურ უნივერსიტეტში (საფრანგეთი) გაიარა. ის თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს:
“საბაუნიმ შესაძლებლობა მომცა ერთი სემესტრი საფრანგეთში გამეტარებინა. მე ვსაწავლობდი ლიონის კათოლიკურ უნივერსიტეტში. თავადაპირველად სიხარულსა და ღელვას ერთდროულად ვგრძნობდი. არ ვიცოდი როგორი გარემო დამხვდებოდა, სწავლის რა მეთოდი იქნებოდა და როგორ შევძლებდი მეცხოვრა მარტო, თუმცა ამ შესაძლებლობაზე უარი არ ვთქვი და მიხარია რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.შიში ნელ-ნელა გაქრა და მიხარია, რომ ძალიან ბევრი უცხო ქვეყნისა და განსხვავებული კულტურის მქონე ადამიანებთან მომიწია ურთიერთობა.
ვფიქრობ, საზღვარგარეთ ყოფნისას ურთიერთობები ყველაზე მნიშვნელოვანია, რასაც შეუძლია ყველა სირთულე დაგაძლევინოს და უცხო გარემოში თავი მარტო არ გაგრძნობინოს. �◾ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება არა მხოლოდ იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ახალ კულტურას ეცნობი, არამედ იმითაც, რომ საკუთარ თავში ძალიან ბევრ ახალ უნარს აღმოაჩენ. სწორედ საფრანგეთში ყოფნისას გავიგე თუ რას ნიშნავს სტრესულ სიტუაციაში ლოგიკურად აზროვნებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი.
გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა სტუდენტისთვის აუცილებელია, ძალიან მიხარია, რომ ეს შანსი მე მომცა საბაუნიმ, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი მათ.
დარწმუნებული ვარ , რომ ეს გამოცდილება კარიერულ განვითარებაში ძალიან შემიწყობს ხელს.