თამთა ბოლქვაძე
სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურისტი
მე თამთა ბოლქვაძე ვარ, საბაუნის სამართლის ფაკულტეტის პირველი ჩარიცხვის სტუდენტი.
უნივერსიტეტი ჩემთვის ასოცირდება სწავლისგან ბევრ გათენებულ ღამესა და თავდაუზოგავ შრომასთან. ეს არის ადგილი, სადაც სწორად აფასებენ სტუდენტის შესაძლებლობებს.
ჩემი წარმატება დაიწყო საზაფხულო სკოლით, რომელშიც საბაუნის წყალობით ჩავერთე.
იქ გავიცანი კონსტიტუციის ერთ-ერთი მთავარი ღერძი - ავთანდილ დემეტრაშვილი და ამ სკოლის დასასრულს მივხვდი, რომ საბაუნი ჩემთვის წარმატების საწყისი იყო.
ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ არც კი დავფიქრებულვარ მაგისტრატურა სად გამეგრძელებინა.
უნივერსიტეტის ხელშეწყობით კურსელებთან ერთად ჩამოვაყალიბეთ კერძო საადვოკატო.
ჩემს კარიერულ განვითარებაში უნივერსიტეტს დიდი წვლილი მიუძღვის. სწორედ მისი რეკომენდაციით დავიწყე მუშაობა შსს პოლიციის აკადემიაში. დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურისტი ვარ.
გისურვებთ რეალიზებას, რესურსების სწორად მართვას, უნივერსიტეტის მხარდაჭერის იმედი კი მუდამ გქონდეთ.