ჯუნა ირიაული
ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტი (პოლონეთი)
ჯუნა გვიზიარებს პოლონეთში მიღებულ გამოცდილებას: "პოლონეთში ჩემი სასწავლო მისიის დასრულების შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩემს შესაძლებლობებში, იმაში, რომ შეუძლებელი არაფერია."
ჯუნა ირიაული, საბაუნის სამართლის სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი, 2017-2018 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრზე გაცვლითი პროგრამით სასწავლებლად იმყოფებოდა იოანე-პავლე მეორის ლუბლინის კატოლიკურ უნივერსიტეტში. ჯუნა გვიზიარებს პოლონეთში მიღებულ გამოცდილებას.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა ჩემი მოლოდინები კიდევ ერთხელ გაამართლა. პოლონეთში ჩემი სასწავლო მისიის დასრულების შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩემს შესაძლებლობებში, იმაში, რომ შეუძლებელი არაფერია.
სასწავლო სემესტრის განმავლობაში ჩვენი ურთიერთობა ლექტორებთან, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან, სტუდენტებთან, იყო აღმოჩენა იმისა, რამდენად თავსებადია ქართული და პოლონური, ფრანგული, იტალიური, ლიტვური, პორტუგალიური, ესპანური, ჩინური, ყაზახური და ბოსნიური კულტურები ფართო გაგებით. დიახ, ჩვენ მათთან გვქონდა ურთიერთობა, რამაც დამატებითი უნარ-ჩვევები გამომიმუშავა, რაც სამუდამოდ დარჩება ჩემს მეხისრებაში და დამეხმარება კარიერულ წინსვლაში.
მე ვსწავლობდი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში, ასეთსავე ლექტორებთან ერთად, რაც გამოწვევასთან ერთად უდიდესი გამოცდილებისა და ცოდნის გაღრმავების წარმატებული შესაძლებლობა იყო.
ჩემი ცხოვრების ეს მნიშვნელოვანი ეტაპიც წარმატებით გადავლახე, კიდევ უფრო დიდი მოტივაციით დავუბრუნდი ჩემს ქვეყანას, სადაც შევძლებ უკვე მიღებულის რეალიზებას.