09ივნ,2020
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების თარიღები ცნობილია
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება, ხოლო სამაგისტრო გამოცდები 1-ელი აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე მოსახვედრად აბიტურიენტებმა უნდა ჩააბარონ სამი საგანი:
- ქართული ენა და ლიტერატურა
- უცხო ენა
- ისტორია
სხვა დამატებითი საგნის ჩაბარება არ არის სავალდებულო.
ჩვენი კოდი ერთიანი ეროვნული გამოცდების ცნობარში 088
ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის პროგრამები
- ტურიზმი - 0880101
- ბიზნესის ადმინისტრირება - 0880102
- ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი) - 0880103
ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროგრამები
- ფსიქოლოგია - 0880104
- სოციოლოგია - 0880105
- საერთაშორისო ურთიერთობები - 0880106
- პოლიტიკის მეცნიერება - 0880107
- თეოლოგია - 0880109
სამართლის ფაკულტეტი
- სამართალი - 0880108
უნივერსიტეტი აბიტურიენტებს უპრეცედენტო მხარდაჭერას სთავაზობს - უფასო სწავლა ყველა პირველკურსელს (პირველი ან მეორე პრიორიტეტად არჩევის შემთხვევაში) - დეტალურად პროექტის შესახებ
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: info@sabauni.edu.ge