11ივნ,2019
პირველი საუნივერსიტეტო სტუდენტური კონფერენცია
ადგილი:კ.ქუთათელაძის N3
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტურ კონფერენციას, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტების კვლევითი საქმიანობის წახალისებას.
კონფერენცია ინტერდისციპლინურია და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ავტორიზებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.
სამეცნიერო ნაშრომების წარმოდგენა შესაძლებელია შემდეგი მიმართულებით:
• თეოლოგია, რელიგიის ისტორია და რელიგიის კვლევები
• საერთაშორისო ურთიერთობები
• ეკონომიკა, ბიზნესი და ტურიზმი
• სამართალი
კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული
მოთხოვნები:
საკონფერენციო ნაშრომი უნდა ეხებოდეს კონკრეტულ პრობლემურ საკითხს. თემა უნდა იყოს აქტუალური.
კონფერენციაში მონაწილეობაზე პასუხი ელექტრონულ ფოსტაზე გაეგზავნება განმცხადებელს.
მნიშვნელოვანი თარიღები:
პირველ ეტაპზე მსურველებმა უნდა შეავსონ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 22 მაისისა. (შერჩეული კანდიდატების ნაშრომების სახელწოდებები შესაძლოა დაკორექტირდეს პირველ ეტაპზე)
მეორე ეტაპზე მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ დასრულებული ნაშრომი არაუგვიანეს 5 ივნისისა
შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
- თეოლოგია, რელიგიის ისტორია, რელიგიის კვლევები და საერთაშორისო ურთიერთობები - l.gelashvili@sabauni.edu.ge ტელ: ტელ: 568926984
- ეკონომიკა, ბიზნესი და ტურიზმი - l.mikadze@sabauni.edu.ge ტელ: 558677374
- სამართალი - s.qartsivadze@sabauni.edu.ge ტელ: 558722230
მესამე ეტაპზე მომხსენებლებმა უნდა წარმოადგინონ პრეზენტაცია არაუმეტეს 10-15 წუთისა. ნაშრომების ზეპირი წარდგენა გაიმართება 11 ივნისს.
ნაშრომის შესრულების სტანდარტები:
სრული ტექსტი: 10- 12 გვერდი, შრიფტი: Sylfaen, 11 (სქოლიო - 9), ხაზებს შორის სივრცე: 1,15, მინდვრები: 2-2-2-2 სმ, აბზაცებს შორის სივრცე: 0, ნაშრომის სტრუქტურა უნდა მოიცავდეს შემდეგ ნაწილებს: სატიტულო გვერდი (ავტორის სახელის, გვარის, უნივერსიტეტისა და ნაშრომის ხელმძღვანელის მითითებით), სარჩევი, ძირითადი ტექსტი და ბიბლიოგრაფია.
კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები,
გამარჯვებულები მიმართულებების მიხედვით დაჯილდოვდებიან გამოცემებითა და სიმბოლური საჩუქრებით.