26ივნ,2019
აკადემიური პერსონალის Erasmus+ მობილობა ნიკოლას კოპერნიკის უნივერსიტეტში
ადგილი:კ.ქუთათელაძის N3
ცხადდება განაცხადების მიღება აკადემიური პერსონალის (საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება) Erasmus+ KA 107 მობილობისათვის ნიკოლას კოპერნიკის უნივერსიტეტში (ტორინი, პოლონეთი, https://www.umk.pl/en/) 2019-2020 აკადემიურ წელს. Erasmus+ მიხედვით, აკადემიურმა პერსონალმა ერთი კვირის განმავლობაში უნდა გამართოს 8 საათი სალექციო კურსი მასპინძელი უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის. მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებს ფარავს Erasmus+ პროგრამა.
რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია:
- სამოტივაციო წერილი
- CV ინგლისურ ენაზე
- უცხო ენის (ინგლისური ან პოლონური) დამადასტურებელი სერტიფიკატი
- მიმღებ უნივერსიტეტში ჩასატარებელი სალექციო კურსის მოკლე ანოტაცია.
რეგისტრაციისათვის, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ საჭირო დოკუმენტაცია ელ. ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge
შერჩევის პროცედურები
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, საბაუნის კომისია (ვიცე რექტორი, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური, ფაკულტეტის წარმომადგენელი) განიხილავს განაცხადებს და მიმღებ უნივერსიტეტთან კონსულტაციის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას. შერჩევისას, უპირატესობა მიენიჭება საბაუნის აფილირებულ პერსონალს.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 26 ივნისი.