განვითარების კვლევების ინსტიტუტი

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის ბაზაზე უნივერსიტეტში დაფუძნდა განვითარების კვლევების ინსტიტუტი (Institute for Development Studies (IDS)), რომლის პრიორიტეტია განვითარების ეკონომიკური (მათ შორის, ბიზნესისა და ტურიზმის) ასპექტების კვლევა.

IDS მიზნად ისახავს წვლილი შეიტანოს განვითარების კვლევების საქმეში და დაამყაროს აკადემიური კავშირები ეროვნულ და საერთშორისო დონეზე. ინსტიტუტი ახორციელებს განვითარების სამეცნიერო-პრაქტიკული კვლევების ხელშეწყობასა და სწავლების გაფართოებას საგამომცემლო საქმიანობის, ტრენინგების, სემინარების, სამუშაო შეხვედრების, კონფერენციების, საჯარო შეხვედრების და სხვა ღონისძიებების ორგანიზებით. 

ინსტიტუტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
ა) ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე კვლევითი და საგანმანათლებლო სამუშაოების განხორციელება;
ბ) კვლევითი და საგანმანათლებლო კონტაქტების დამყარება როგორც ადგილობრივ, ისე უცხოეთის ორგანიზაციებთან;
გ) საერთაშორისო, სახელმწიფო, კერძო ან არასამთავრობო ორგანიზაციების სამუშაოების შესრულება დაკვეთით და გრანტით;
დ) მთარგმნელობითი საქმიანობა;
ე) საგამომცემლო საქმიანობა;
ვ) სხვადასხვა ტიპის სამეცნიერო-პრაქტიკული და საგანმანათლებლო ღონისძიების (ტრენინგი, სემინარი, სამუშაო შეხვედრა, მრგვალი მაგიდა, კონფერენცია, საჯარო შეხვედრა და სხვ.) ჩატარება;
ზ) სხვადასხვა ტიპის სამეცნიერო, პრაქტიკულ და საგანმანათლებლო ღონისძიებაში (ტრენინგი, სემინარი, სამუშაო შეხვედრა, მრგვალი მაგიდა, კონფერენცია, საჯარო შეხვედრა და სხვ.) მონაწილეობის მიღება.

განვითარების კვლევების ინსტიტუტის დირექტორი:  ნინო პაპაჩაშვილი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი (Nino Papachashvili. Doctor of economics. Professor).
 
 
საკონტაქტო ინფორმაცია:  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
Tel: +995 322  422242
Cell: +995 568 226648
მისამართი: სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, კ. ქუთათელაძის N3 (თბილისი).