ადმინისტრაცია

კანცლერი

ვლადიმერ სახელაშვილი

ვლადიმერ სახელაშვილი

  • კანცლერი რექტორის მოადგილეა უნივერსიტეტის მატერიალური და ადამიანური რესურსების მართვის, უნივერსიტეტის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფის სფეროში.
  • კანცლერი რექტორის მიერ დამტკიცებული სტრუქტურის შესაბამისად ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებს: კანცელარია, იურიდიული განყოფილება, ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება, ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილება, მატერიალური რესურსების მართვის განყოფილება, დაცვისა და უსაფრთხოების განყოფილება და საფინანსო განყოფილება.
  • ტელ.: (+995 32) 2422242/107
  • ელ. ფოსტა: v.sakhelashvili@sabauni.edu.ge

კანცელარია

ციცინო ხითარიშვილი

ციცინო ხითარიშვილი

  • კანცელარიის ფუნქციაა, უზრუნველყოს სტუნდეტებისთვის მაქსიმალურად ეფექტური ადმინისტრაციული მომსახურება. კანცელარიის უფროსის მოვალეობაა: კორესპონდენციის მიღება-რეგისტრირება, დოკუმენტების დროული დამუშავება და გადაცემა, შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი გადამისამართება, ხელმოსაწერად წარსადგენი დოკუმენტების გაფორმების სისწორის კონტროლი, შემსრულებლისათვის მათი დროული მიწოდება, დოკუმენტების შესრულების მიმდინარეობის კონტროლი და ანალიზი. 
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი – 10:00–19:00 სთ, შესვენება: 13:00 - 14:00სთ 
  • ტელ: +995 32 2 42 22 42/101, მობ: (+995 577) 347700, ელ. ფოსტა: ts.khitarishvili@sabauni.edu.ge

ხარისხის მართვის სამსახური

ლიკა ლომაია

ლიკა ლომაია

ხარისხის მართვის სამსახური აწესრიგებს უნივერსიტეტის დოკუმენტაციას ავტორიზაციისა და აკრედიტაციისათვის, პერიოდულად ავსებს თვითშეფასების კითხვარს, საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შეფასების შედეგად შეიმუშავებს რეკომენდაციებს და სამოქმედო გეგმას საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომი სრულყოფის მიზნით, კოორდინაციას უწევს მობილობის წესით გადმოსული სტუდენტების კრედიტების აღიარების პროცესს, ამყარებს კავშირს და თანამშრომლობს ადგილობრივი თუ საზღვარგარეთის საგანმანათლებლო დაწესებეულებების ხარისხის მართვის სამსახურებთან შიდა და გარე კონტროლის კრიტერიუმებისა და შესაბამისი მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად, იკვლევს ფაკულტეტებზე მიმდინარე სასწავლო პროცესის შესაბამისობას უნივერსიტეტში დადგენილ სტანდარტებთან, რისთვისაც ამოწმებს განვლილ სასწავლო პროცესს აუდიტორიულად: შეისწავლის პერიოდული გამოკითხვების, შუალედური და დასკვნითი გამოცდების შესაბამისობას სასწავლო კურსის აღწერაში გაცხადებულ მიზნებთან, ასევე სასწავლო კურსის სილაბუსისა და მიწოდებული მასალის შესაბამისობას პროგრამის მიზნებთან.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი – 09:00–18:00 სთ; შესვენება: 13:00-14:00სთ
ტელ.: (+995 32) 2 42 22 42/112; მობ.: (+995 597) 023865, ელ.ფოსტა: l.lomaia@sabauni@edu.ge

სასწავლო პროცესის მართვის სამსახური

ნინო კიკვაძე

ნინო კიკვაძე

  • სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ფუნქციაა, უზრუნველყოს აკადემიური პროცესების ეფექტური ორგანიზება და მართვა, სასწავლო და საგამოცდო ცხრილების შედგენა, ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდების და მობილობის შედეგად ჩარიცხული სტუდენტების რეგისტრაციის, დოკუმენტების გაფორმების პროცესის კოორდინირება და სტუდენტური ჯგუფების ფორმირება, სტუდენტების პირადი საქმეებისა და სტუდენტებზე მონაცემთა ბაზის წარმოება, სტუდენტთა რეესტრის წარმოება, ცნობების და სხვა საჭირო დოკუმენტების გაფორმება-გაცემა.
  • სამუშაო გრაფიკი: 
  • ორშაბათი-პარასკევი: 9:00 - 19:00 სთ, შესვენება - 13:00-14:00სთ, შაბათი: 9:00-16:00სთ
  • ტელ: (+995 32) 2422242/105; მობ: (+995 555) 211818, ელ.ფოსტა: n.kikvadze@sabauni.edu.ge

საფინანსო სამსახური

ლელა თათენაშვილი

ლელა თათენაშვილი

  • საფინანსო სამსახური წარმართავს უნივერსიტეტის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას. სამსახურის უფროსი ახორციელებს სწავლის საფასურის გადახდის ეფექტურ ორგანიზებას, სტიპენდიებისა და სოციალური შეავათების გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს. 
  • სამუშაო გრაფიკი: 
  • ორშაბათი - პარასკევი: 10:00 – 18:00სთ; შესვენება: 13:00 - 14:00სთ, შაბათი: 10:00-16:00სთ
  • ტელ: (+995 32) 2 42 22 42/102; მობ: (+995 593) 935533, ელ.ფოსტა: l.tatenashvili@sabauni.edu.ge

საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური

შორენა პარუნაშვილი

შორენა პარუნაშვილი

  • საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური კოორდინირებას უწევს უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობის დამყარებას, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირების ხელშეწყობას. უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს ევროპელ პარტნიორებთან გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიაში, პოლონეთში, უკრაინასა და ლატვიაში; ატარებს საერთაშორისო სემინარებსა და კონფერენციებს, რომლებშიც მონაწილეობენ მოწვეული პროფესორები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. სამომავლოდ, იგეგმება მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება ევროპულ და ამერიკულ უნივერსიტეტებთან.
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 9:00 - 18:00 სთ, შესვენება: 13:00-14:00სთ, შაბათი 9:00 - 15:30სთ
  • მობ: (+995 577) 347713, ელ.ფოსტა: sh.parunashvili@sabauni.edu.ge

იურიდიული სამსახური

თამთა თავართქილაძე

თამთა თავართქილაძე

  • იურიდიული სამსახური მართავს უნივერსიტეტის საქმიანობის სამართლებრივ საკითხებს, თანამშრომლებისა და სტუდენტებისათვის გასცემს უფასო კონსულტაციებს უნივერსიტეტში მოქმედ წესებთან დაკავშირებით. იურიდიულ სამსახურს შეგიძლიათ მიმართოთ როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართზე. სამსახური განთავსებულია უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსის მესამე სართულზე.
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი - 10:00-19:00, შესვენება: 13:00 - 14:00სთ, მობ.:(+995 577) 001511, ელ.ფოსტა: t.tavartkiladze@sabauni.edu.ge

ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური

ვახტანგ დავლაშერიძე

ვახტანგ დავლაშერიძე

  • ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური უზრუნველყოფს უნივერსიტეტის ინტერნეტ სერვისებით მომსახურებას და კომპიუტერულ-საოფისე ტექნიკის პროგრამულ გამართულობას. ინფორმაციული ტექნოლოგიების ეფექტური მენეჯმენტისთვის ინერგება დარგის თანამედროვე მეთოდები, რომლებიც უზრუნველყოფენ ქსელის უსაფრთხოებას, მის როგრამულ და ტექნიკურ გამართულობას. უნივერსიტეტის თანამშრომლებს და სტუდენტებს კომპიუტერული ტექნიკის ნებისმიერი სახის გაუმართაობისას, ინტერნეტთან წვდომის შეფერხებისას, ასევე სასწავლო ტექნიკის გამოყენებისას შექმნილი ნებისმიერი შეფერხების დროს შეუძლიათ მიმართონ სამსახურის უფროსს. სამსახური განთავსებულია უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსის პირველ სართულზე.
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი - 09:00-17:00, შაბათი - 10:00-15:30, ტელ: (+995 32) 2 42 22 42/100, მობ: (+995 577) 347704, ელ.ფოსტა: admin@sabauni.edu.ge

მატერიალური რესურსების მართვის სამსახური

გოჩა თოთლაძე

გოჩა თოთლაძე

  • სამსახურის ფუნქციაა, უნივერსიტეტის შენობა-ნაგებობის, განათება-გათბობის, სავენტილაციო და სხვა სისტემების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა და მათი მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე კონტროლი. მატერიალური რესურსების მართვის სამსახური ასევე ახორციელებს სამეურნეო, საკანცელარიო ინვენტარის შესყიდვას, ასევე სასწავლო კორპუსების, ტერიტორიისა და მატერიალურ ფასეულობათა მოვლა-პატრონობას. სამსახური განთავსებულია უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსის პირველ სართულზე.
  • სამუშაო გრაფიკი: 
  • ორშაბათი - პარასკევი - 9:00-18:00სთ, შაბათი: 9:00-15:30სთ. ტელ: (+995 32) 2 42 22 42/108, მობ: (+995 577) 347701, ელ.ფოსტა: g.totladze@sabauni.edu.ge

 

დაცვისა და უსაფრთხოების სამსახური

დავით ლაფანაშვილი

დავით ლაფანაშვილი

დაცვისა და უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენს უნივერსიტეტის დამხმარე სტრუქტურულ ერთეულს, რომლის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს უნივერსიტეტის ტერიტორიაზე წესრიგის, უნივერსიტეტის პერსონალისა და სტუდენტების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ასევე უნივერსიტეტის მატერიალური ქონების დაცვა. დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურს შეგიძლიათ მიმართოთ უნივერსიტეტში მოქმედი წესების დარღვევის შემჩნევის ან/და პირადი ნივთების დაკარგვის შემთხვევაში.
სამუშაო გრაფიკი: 
ორშაბათი - პარასკევი - 09:30-19:00სთ, შაბათი 10:00-14:00სთ