ავტორიზაცია/აკრედიტაცია

ავტორიზაცია

სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი წარმოადგენს “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, კერძო სამართლის სამეწარმეო (კომერციული) პირის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ფორმით დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც ახორციელებს უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს.

სულხან–საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტმა მოიპოვა მორიგი სახელმწიფო ავტორიზაცია, რომელიც დასტურდება სსიპ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2014 წლის 20 ნოემბრის №31 გადაწყვეტილებით.

სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი, ისევე როგორც ქვეყანაში მოქმედი სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ გადის მორიგ ავტორიზაციას.

აკრედიტაცია

შპს სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში არსებული ყველა საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულია.

საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2015 წლის 7 აგვისტოს N120 გადაწყვეტილებით საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამას მიენიჭა აკრედიტაცია.

საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2014 წლის 10 დეკემბრის N249 გადაწყვეტილებით სამართლის საბაკალავრო პროგრამას მიენიჭა აკრედიტაცია.

საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2014 წლის 10 დეკემბრის N250 გადაწყვეტილებით თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამას მიენიჭა აკრედიტაცია.

საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2014 წლის 10 დეკემბრის N251 გადაწყვეტილებით თეოლოგიის სამაგისტრო პროგრამას მიენიჭა აკრედიტაცია.

საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2014 წლის 7 თებერვლის N23 გადაწყვეტილებით სამართლის სამაგისტრო პროგრამას მიენიჭა აკრედიტაცია

საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2012 წლის 11 დეკემბრის N757 გადაწყვეტილებით ტურიზმის საბაკალავრო პროგრამას მიენიჭა აკრედიტაცია.

საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2012 წლის 11 დეკემბრის N758 გადაწყვეტილებით ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამას მიენიჭა აკრედიტაცია.

ბოლონიის პროცესი

რა არის ბოლონიის პროცესი?

1999 წლის 19 ივნისს ევროპის 29 ქვეყნის განათლებისა და მეცნიერების მინისტრებმა მსოფლიოს უძველეს საუნივერსიტეტო ქალაქ ბოლონიაში ხელი მოაწერეს დეკლარაციას (ბოლონიის დეკლარაცია), რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო სივრცის შექმნის პროცესს.

ბოლონიის პროცესის მიზანია ეროვნული საგანმანათლებლო სისტემების დაკავშირებისათვის შესაბამისი ინსტრუმენტების შემუშავება.

ვინ არის ჩართული ბოლონიის პროცესში?

ამჟამად, ბოლონიის პროცესში ჩართულია ევროპის 49 ქვეყანა. საქართველო აღნიშნულ პროცესს შეუერთდა 2005 წელს, ბერგენის სამიტზე.

ბოლონიის პროცესის მონაწილე ქვეყნები წარმოდგენილნი არიან როგორც სამთავრობო, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და დამსაქმებლების დონეზე.

ბოლონიის პროცესის დოკუმენტებია:

ბუდაბეშტი-ვენის დეკლარაცია (2010)

ლუვენის კომუნიკე (2009)

ლონდონის კომუნიკე (2007)

ბერგენის კომუნიკე (2005)

ბერლინის კომუნიკე (2003)

პრაღის კომუნიკე (2001) 

ბოლონიის დეკლარაცია (1999)

სორბონის დეკლარაცია (1997)

ლისაბონის კონვენცია (1997)

ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტები და სახელმძღვანელო პრინციპები ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში