პროფესიული განვითარების ცენტრი

პროფესიული განვითარების ცენტრი საბაუნის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურთან დაქვემდებარებული ერთეულია, რომელიც დაფუძნებულია უნივერსიტეტის რექტორის 101-17 ბრძანებით და მისი საქმიანობა რეგულირდება ცენტრის დებულებით.
ცენტრის მიზანია უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს შორის, პროექტის ფარგლებში შემუშავებული სწავლების მეთოდების გავრცელება/დანერგვით ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის სწავლების ხარისხის ამაღლებას და მის თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოებას. უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიული განვითარებისათვის საჭიროებების დადგენა და მათი ხელშეწყობა.
ცენტრის ამოცანებია: ტრენინგების/ვორქშოპების/სამუშაო შეხვედრების ჩატარება; უნივერსიტეტს გარეთ გამართული ტრენინგების შესახებ ინფორმირება/ხელშეწყობა; ტრენინგებისა და ვორქშოპების მასალების შემუშავება და გავრცელება.
ცენტრის საქმიანობა ეყრდნობა ფართოდ გავრცელებულ PDCA ციკლის მოდელს, რომლის მიხედვით ეფექტური ტრეინინგების ჩატარებისათვის არსებობს 4 უწყვეტი ფაზა: Plan (დაგეგმვა) Do (შესრულება) Check (გადამოწმება) Act (მოქმედება)
პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელია საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელი, შორენა პარუნაშვილი. ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს ხარისხის მართვის სამსახურთან, რომელთან ერთადაც დაგეგმვას და განახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებებს.
პროფესიული განვითარების ცენტრი შეიქმნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ KA2 პროექტის „სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება - მოწინავე რესურსები საქართველოსა და ჩინეთისათვის“ (Sustainable Learner-centred Teaching Advanced Resources for China and Georgia /STAR/) ფარგლებში. ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით რომელიც შეძენილ იქნა ამავე პროექტის ფარგლებში.
მსგავსი ერთეულები ჩამოყალიბდა პროექტში მონაწილე ქართულ უნივერსიტეტებში: აქართველოს უნივერსიტეტსა და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ცენტრის დებულება

 

განხორციელებული ღონისძიებები:

სამუშაო შეხვედრა თეოლოგიის პროგრამების აკადემიურ პერსონალთან

სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება - ტრენინგი აკადემიური პერსონალისათვის

ტრენინგი თემაზე თანამედროვე მეთოდები ენების სწავლებაში

პროფესიული განვითარების ცენტრის სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვა

პროექტ STAR-ის შუალედური ანგარიში და პროფესიული განვითარების ცენტრის პრეზენტაცი