ბიბლიოთეკა არის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეული, რომლის მიზნებია:

  • - უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პერსონალის საინფორმაციო მოთხოვნების შესწავლა-ანალიზი და შესაბამისი პროგრამების დაგეგმვა-განხორციელება;
  • - უნივერსიტეტის ზოგადი და სპეციალიზირებული საინფორმაციო რესურსებისა და საბიბლიოთეკო სერვისების განვითარება-განახლება;
  • - უნივერსიტეტში საინფორმაციო წიგნიერების განვითარება. ამ მიზნით, სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა-განხორციელება.


ბიბლიოთეკის ფუნქციებია:

  • - უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა სასწავლო მასალით (წიგნები, ჟურნალ-გაზეთები და სხვ.);
  • - საბიბლიოთეკო ფონდების ორგანიზება, დაცვა, აღრიცხვა და დამუშავება მოქმედი სტანდარტების შესაბამისად;
  • - ფონდის პერიოდული შესწავლა, შემოწმება და გაწმენდა;
  • - გაცვლითი ფონდის შექმნა.


სამუშაო გრაფიკი: 
ორშაბათი - პარასკევი 9.00 - 21.00სთ, შაბათი: 9.00 - 18.00სთ.

ბიბლიოთეკის თანამშრომლები

  • ნანა ფაილოძე
  • ციური თენეიშვილი
  • ნინო გუგეშაშვილი

ტელ: (+995 32) 2 42 22 42/103
ელ.ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ელექტრონული კატალოგი.

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის გამოცემები 

საბაუნი არის საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალური გამომწერი. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ყველა დაინტერესებულ პირს აძლევს საშუალებას გაეცნოს საკანონმდებლო ცვლილებებს უახლესი ჩასწორებებით. (ლინკი)


სამეცნიერო ელექტრონული ბაზები:  

EBSCO 

EBSCO Information Services (EBSCO) საინფორმაციო სერვისების წამყვანი მომწოდებელია მთელს მსოფლიოში ბიბლიოთეკებისთვის. მას 100-ზე მეტ ქვეყნაში 11 000 ხელმომწერი ჰყავს. ის შეიცავს ასობით კვლევით  ბაზას, ისტორიულ არქივს, სამედიცინო რეფერენსებს და კორპორატიული განათლების ინსტრუმენტებს. მისი მეშვეობით შესაძლებელია ხელმოწერა 360 000-ზე მეტ გამოცემაზე, 57 000-ზე მეტ ელექტრონულ ჟურნალზე და წვდომა 900 000-ზე მეტ ელექტრონულ წიგნზე. EBSCO-ს გამოყენების ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა ისაა, რომ მონაცემთა ბაზები უახლეს რესურსებს გაწვდით.

 EBSCO პაკეტის მონაცემთა ბაზებით სარგებლობისთვის, გთხოვთ, გამოიყენოთ ბმული.

EBSCO-ს პაკეტის მონაცემთა ბაზები:

  • - Academic Search ELITE
  • - Business Source ELITE
  • - MasterFILE ELITE
  • - Health Source: Consumer Edition
  • - Health Source: Nursing/Academic
  • - Newspaper Source
  • - MEDLINE
  •  -ERIC
  • - Library and Information Center (LISTA)
  • - Regional Business News
  • - GreenFile

EBSCO-ს ბაზებზე წვდომა შესაძლებელია უნივერსიტეტის ტერიტორიის მიღმაც, დაგჭირდებათ სპეციალური სახელი და პაროლი (მის მისაღებად ეწვიეთ საბაუნის ბიბლიოთეკას - 301)

HeinOnline 

მსოფლიოში აღიარებული, სამართლებრივი რესურსების ბაზა - რომელიც 2000 წელს დააფუძნა კომპანიამ William S. Hein & CO. ბაზა, აერთიანებს 100 მილიონზე მეტ ჩანაწერს, სამართლის განვითარების ისტორიის შესახებ, რომელიც მოცემულია ონლაინ, სრულად მოძიებადი, გამოსახულებაზე დაფუძნებულ ფორმატში.
HeinOnline წარმოაჩენს სამართლის განვითარების ისტორიას - 1800 დასახელების პერიოდული ჟურნალების საშუალებით, მოიცავს კონგრესის ჩანაწერებს, ერთა ლიგისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხელშეკრულებების სერიებს, ფედერალური რეესტრის არქივს 1936 წლიდან და ბევრ სხვა სასარგებლო რესურს.
HeinOnline გთავაზობთ, დოკუმენტების ბეჭდური ფორმატის, ზუსტ გამოსახულებებს, რაც ნიშნავს, რომ ყველა ცხრილი, გრაფიკი, სურათი, ხელნაწერები თუ ფოტოსურათები მოცემულია ორიგინალში. ეს მახასიათებლები, გამოსახულებაზე დაფუძლებულ PDF ფორმატის საძიებელთან ერთად, უნიკალურს ხდის ამ ელექტრონულ ბაზას.

HeineOnline სარგებლობისთვის, გთხოვთ, გამოიყენოთ  ბმული.

აღნიშნული ელ. ბაზების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ უნივერსიტეტის შენობაში.

Elsevier

აღნიშნული ელექტრონული ბიბლიოთეკა 5 მილიონ ჩანაწერს მოიცავს. მეცნიერებისთვის ხელმისაწვდომი გახდება მთელ მსოფლიოში გამოქვეყნებული სამეცნიერო ლიტერატურა, არამხოლოდ მოკლე ანოტაციების, არამედ შრომების სრული ვერსიების დონეზეც.

Elsevier - ის ბაზები:

Scopus - ბაზებზე წვდომის მიზნით, მიყევით და დარეგისტრირდით ბმულზე
Science Direct - რესურსებზე წვდომის მიზნით მიყევით და დარეგისტრირდით ბმულზე.

Scival Funding(Funding Institutional) - რესურსებზე  წვდომის მიზნით, მიყევით  და დარეგისტრირდით ბმულზე.

ბაზების სარგებლობისას გაიარეთ რეგისტრაცია უნივერსიტეტის ელექტრონული ფოსტით. ბაზებზე წვდომა შესაძლებელია მხოლოდ უნივერსიტეტის კამპუსიდან.

 

ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი