მისია და ხედვა

სულხან–საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის მისიაა აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებით საზოგადოების მოთხოვნებსა და საჭიროებებზე მორგებული თანამედროვე ხარისხიანი ცოდნის გავრცელება.
უნივერსიტეტის საქმიანობა ხორციელდება სწავლებით, სტუდენტთა ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი კულტურული, ინტელექტუალური და პიროვნული განვითარებისათვის ჰარმონიული შიდასაუნივერსიტეტო გარემოს შექმნით, ასევე საერთაშორისო პარტნიორული ურთიერთობების განვითარებით.
უნივერსიტეტი მოწოდებულია, შექმნას ოპტიმალური პირობები თანამედროვე თეორიულ-პრაქტიკული ცოდნის მქონე, კონკურენტუნარიანი, შრომის ბაზრის მოთხოვნებზე გათვლილი კვალიფიციური სპეციალისტების მოსამზადებლად, რომლებიც თავიანთ წვლილს შეიტანენ განათლებული სამოქალაქო საზოგადეობის ჩამოყალიბებასა და ქვეყნის სამომავლო განვითარებაში.