თეოლოგიისა და ფილოსოფიის კვლევითი ინსტიტუტი

თეოლოგიის და ფილოსოფიის კვლევითი ინსტიტუტი არის სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის კვლევითი სტრუქტურული ერთეული. ინსტიტუტი დაარსდა მემორანდუმის საფუძველზე, რომელიც გაფორმდა გრიგოლ პალამას თეოლოგიისა და ფილოსოფიის საერთაშორისო ინსტიტუტსა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს შორის ( 2019 წლის 19 აგვისტოს).

ინსტიტუტის მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ქუჩა კ. ქუთათელაძე #3.

ინსტიტუტის ელ-ფოსტა ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

ინსტიტუტის დირექტორი ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გოჩა ბარნოვი

ინსტიტუტის ვებ-გვერდი  http://bit.do/palamainstitutesabauni

საკონტაქტო ინფორმაცია: +995557764861

 

ინსტიტუტის მიზნებია:

  • წვლილი შეიტანოს თეოლოგიისა და ფილოსოფიის კვლევების საქმეში და დაამყაროს აკადემიური კავშირები საქართველოს, საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
  • სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო სტრუქტურებთან და ორგანიზაციებთან;
  • განვითარების სამეცნიერო-პრაქტიკული კვლევების ხელშეწყობა და სწავლების გაფართოება;
  • უნივერსიტეტის ფარგლებში კვლევითი და საგანმანათლებლო პროცესების ეფექტიანად წარმართვის, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა;
  • კვლევითი, საგანმანათლებლო-საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობის განხორციელება, გამოყენებითი მიმართულების სამუშაოების წარმოება საერთაშორისო, სახელმწიფო, კერძო ან არასამთავრობო ორგანიზაციების დაკვეთით და გრანტით. 

 

ინსტიტუტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

  • თეოლოგიასა და ფილოსოფიაში კვლევითი და საგანმანათლებლო სამუშაოების განხორციელება ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე;
  • კვლევითი და საგანმანათლებლო კონტაქტების დამყარება როგორც ადგილობრივ, ისე უცხოეთის ორგანიზაციებთან;
  • საერთაშორისო, სახელმწიფო, კერძო ან არასამთავრობო ორგანიზაციების სამუშაოების შესრულება დაკვეთით და გრანტით;
  • მთარგმნელობითი საქმიანობა;
  • საგამომცემლო საქმიანობა;
  • სხვადასხვა ტიპის სამეცნიერო-პრაქტიკული და საგანმანათლებლო ღონისძიების (ტრენინგი, სემინარი, სამუშაო შეხვედრა, მრგვალი მაგიდა, კონფერენცია,  საჯარო შეხვედრა და სხვ.) ჩატარება;
  •  სხვადასხვა ტიპის სამეცნიერო, პრაქტიკულ და საგანმანათლებლო ღონისძიებაში (ტრენინგი, სემინარი, სამუშაო შეხვედრა, მრგვალი მაგიდა, კონფერენცია,  საჯარო შეხვედრა და სხვ.) მონაწილეობის მიღება.

ინსტიტუტის წევრები: 

ვაჟა ვარდიძე, თეოლოგიის დოქტორი (მიუნსტერის უნივერსიტეტი) - სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პროფესორი;

გოჩა ბარნოვი, თეოლოგიის დოქტორი (ათენის უნივერსიტეტი) - სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, თეოლოგიისა და ფილოსოფიის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი;

თეიმურაზ ბუაძე, თეოლოგიის დოქტორი (ფრიბურგის უნივერსიტეტი) - სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, თეოლოგიისა და ფილოსოფიის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე;

დიმიტრი გეგენავა, სამართლის დოქტორი (თსუ) - სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

ანდრეა ზახარიუ, თეოლოგიის დოქტორი (ათენის უნივერსიტეტი) - თეოლოგიისა და ფილოსოფიის კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე;

ალექსანდრე გაბუნია, თეოლოგიის მაგისტრი (სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი), კომუნიკაციის საერთაჭორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

საბა კევლიშვილი, თეოლოგიის მაგისტრი (ფრიბურგის უნივერსიტეტი)

ნოდარ ბარათაშვილი, თეოლოგიის ბაკალავრი, ფრიბურგის უნივერსიტეტის მაგისტრანტი;

ნიკოლოზ ღონღაძე, თეოლოგიის მაგისტრი (თბილისის სასულიერო აკადემია), ათენის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრანტი;

დავით ნებიერიძე, თეოლოგიის ბაკალავრი, ათენის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრანტი;

დავით ზაზაშვილი, თეოლოგიის ბაკალავრი, ათენის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი;

გურამ ლურსმანაშვილი, თეოლოგიის ბაკალავრი, ათენის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი, თეოლოგიისა და ფილოსოფიის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე;

ივანე შოშიაშვილი, თეოლოგიის ბაკალავრი, ათენის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი;

გიორგი გეგუჩაძე, თეოლოგიის ბაკალავრი, ათენის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი;

გიორგი ხუბულური, თეოლოგიის ბაკალავრი, ფრიბურგის უნივერსიტეტის მაგისტრანტი;

გიორგი ნადირაშვილი, თეოლოგიის ბაკალავრი, ათენის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი;

 

თეოლოგიისა და ფილოსოფიის კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო

ანდრეა ზახარიუ (თავმჯდომარე)

ვაჟა ვარდიძე

გოჩა ბარნოვი

თეიმურაზ ბუაძე

დიმიტრი გეგენავა