სტრატეგიული განვითარების გეგმა

განვითარების სტრატეგიული გეგმის შესრულების ეტაპები:

  • I ეტაპი (2017-2019 წწ.) - ძირითადი ამოცანაა სასწავლო უნივერსიტეტის განვითარების ინოვაციური სისტემის

შექმნა, ადამიანური, მატერიალური, ფინანსური და საინფორმაციო რესურსების კონცენტრაციის საფუძველზე სასწავლო უნივერსიტეტის  საქმიანობის შინაარსობრივი,  მეთოდოლოგიური,  საორგანიზაციო  და სამეცნიერო სფეროების  სრულყოფა  და თანამედროვე  კონკურენტუნარიანი  ინოვაციური  ინფრასტრუქტურის  ჩამოყალი- ბება;

  • II ეტაპი (2020-2023 წწ.) – ძირითადი  ამოცანაა  სასწავლო  უნივერსიტეტის  თანამედროვე  წარმატებულ  უმაღ- ლეს საგანმანათლებლო  დაწესებულებად ჩამოყალიბების დასრულება, რაც უზრუნველყოფს სასწავლო უნივე- რსიტეტის მისიის წარმატებულ რეალიზებას და სასწავლო უნივერსიტეტის მდგრად განვითარებას.

სტრატეგიული განვითარების გეგმაში გაერთიანებულია  სასწავლო უნივერსიტეტის განვითარების პროგრამები:

  • საგანმანათლებლო  საქმიანობის განვითარების პროგრამა;
  • საერთაშორისო თანამშრომლობის  განვითარების პროგრამა;
  • განათლების ხარისხის მენეჯმენტის სისტემის განვითარების პროგრამა;
  • სოციალური და აღმზრდელობითი  საქმიანობის, სტუდენტთა ხელშეწყობის განვითარების პროგრამა;
  • საინფორმაციო საქმიანობის განვითარების პროგრამა;
  • მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და ინფრასტრუქტურის  განვითარების პროგრამა;
  • PR – საქმიანობის განვითარების პროგრამა.

სულხან საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმა