სატენდერო მოწვევა

გამოცხადების თარიღი: 2019 წლის 11 თებერვალი

ქვეყანა: საქართველო

შესრულების ადგილი: თბილისი, ანნა პოლიტკოვსკაიას ქ. №40

კონტრაქტის დასახელება: სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა

დამკვეთი: შპს სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი

  1. შპს სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი იწვევს უფლებამოსილ პრეტენდენტებს სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად წარმოადგინონ სატენდერო წინადადებები;
  2. სამშენებლო სამუშაოები მოიცავს რკინა-ბეტონის სამუშაოებს (ე.წ. შავი კარკასი). განაშენიანების სავარაუდო ფართობი: 825.35 კვ.მ; სავარაუდო საერთო ფართობი: 3553.3;
  3. სამშენებლო სამუშაოები უნდა შესრულდეს მოქმედი სტანდარტებისა და სამშენებლო ნორმალების, ასევე შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების მკაცრი დაცვით;
  4. სამშენებლო სამუშაოების შესრულების პერიოდია 2020 წლის 31 მაისის ჩათვლით;
  5. სამუშაოების ღირებულება: ტენდერში მონაწილის პასუხისმგებლობაა წარმოდგენილი სატენდერო ფასი შეესაბამებოდეს ადგილობრივ საბაზრო ფასებს და აგრეთვე გათვალისწინებული იყოს ნებისმიერი სხვა ფაქტორი, რომელთაც შეიძლება გავლენა იქონიონ წარმოდგენილი სამუშაოების ჩატარების ღირებულებაზე;
  6. პრეტენდენტები, კონტრაქტის მისანიჭებლად უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მინიმალურ საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს:

ა) უნდა გააჩნდეთ  სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულების არანაკლებ 3 წლის გამოცდილება უკანასკნელ წლებში (2017, 2018, 2019);

ბ) უნდა გააჩნდეთ საშუალო წლიური სამშენებლო ბრუნვა მინიმუმ 2 000 000 მილიონი ლარის ოდენობით (2017, 2018);

გ) ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია.

  1. დაინტერესებულ პირებს სატენდერო განცხადების გაცნობა, ასევე ობიექტის არქიტექტურული და კონსტრუქციული ნაწილების ჩამოტვირთვა შეუძლიათ ელექტრონულად საიტიდან sabauni.edu.ge
  2. პრეტენდენტმა, ტენდერში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარმოადგინოს საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ ინფორმაცია და სამშენებლო სამუშაოების დეტალური ხარჯთაღრიცხვა ქაღალდის ვერსიის სახით მისამართზე: კ. ქუთათელაძის ქ. №3, კანცელარია ან/და ელექტრონული ვერსია ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. ;
  3. არასრული დოკუმენტაცია არ იქნება განხილული;
  4. დამკვეთი უფლებამოსილია, შერჩევის პროცესში, პრეტენდენტს მოსთხოვოს ინფორმაციის დაზუსტება სატენდერო განცხადებაში მითითებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით;
  5. ტენდერის პროცესში, დამკვეთი უპირატესობას მიანიჭებს კომპანიას, რომელიც სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად დაადგენს უმცირეს ფასს;
  6. წინადადებების მიღების საბოლოო ვადა: 2019 წლის 01 მარტი;
  7. პრეტენდენტის შერჩევისა და კონტრაქტის მინიჭების ვადა: 11 მარტი;

შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესებთან შესაბამისობის ანალიზი

საერთო საცხოვრებლის კონსტრუქცია

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ უნივერსიტეტის კანცლერს, ვ. სახელაშვილს: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript., 577347717, 2422242(107) 

შპს სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი

საიდენტიფიკაციო კოდი: 204426834

მის: თბილისი, კ. ქუთათელაძის ქ.№3

ელფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

ტელეფონი: +99532 2422242