სიმბოლიკა

სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის სიმბოლიკაა მარტივი თეთრველიანი ფარი არშიით. ფარში განთავსებულია მტრედი ზეთის ხილის ტოტით; ხოლო ზედა მარჯვენა კუთხეში – ერთმანეთთან გადაჯაჭვული ქართული ასომთავრული „ანი“ და ბერძნული „ომეგა“.

ჩვენი პრიორიტეტია განათლება - ანუ ფარი გონებისა და სულიერი ზრდის გამოხატულება.

თეთრი ფერის ველი სისპეტაკის, ჭეშმარიტების სიმბოლოა.

მტრედი ზეთის ხილის ტოტით განასახიერებს ახალი ცხოვრების დასაწყისს, მშვიდობას, სასოებას, თავისუფლებას, შემოქმედებას.

„ანი“ და „ომეგა“ – როგორც ერთიანი „ევროპული“ ანბანის განუყოფელი ნაწილები – ქრისტიანულ სამყაროსთან, ქრისტიანულ ღირებულებებთან ქართული სულის თანაზიარობას განასახიერებს. ამავდროულად, ეს არის სულხან-საბასეული იდეის, ევროპულ ცნობიერებასა და საგანმანათლებლო სივრცესთან ქართული ცნობიერებისა და საგანმანათლებლო სივრცის ერთიანობის სიმბოლო.