შიდა მობილობა 2016-2017 გაზაფხულის სემესტრი

სულხან–საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის 06-17 ბრძანებით განისაზღვრა 2016–2017 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრში სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე შიდა მობილობით ჩარიცხვისათვის ვაკანტური ადგილები შემდეგი სახით:

საფეხური

საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება

ვაკანტური ადგილების რაოდენობა

1

ბაკალავრიატი

სამართლის საგანმანათლებლო პროგრამა

10

2

ბაკალავრიატი

ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამა

5

3

ბაკალავრიატი

ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამა

5

4

ბაკალავრიატი

თეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა

5

5

ბაკალავრიატი

საერთაშორისო ურთიერთობების საგანმანათლებლო პროგრამა

5


განისაზღვროს 2016–2017 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრში სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე შიდა მობილობის წესით ჩარიცხვის ვადები შემდეგი სახით:

– შიდა მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი პირების საბუთების მიღება და კრედიტების აღიარება 2017 წლის 6 თებერვლიდან - 10 თებერვლის ჩათვლით.

– შიდა მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი პირებისათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულებების გაფორმება - 2017 წლის 13 თებერვალი.

– შიდა მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების გამოცემა 2017 წლის 14 თებერვალი.

– შიდა მობილობით ჩარიცხვის შესახებ ბრძანების სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარდგენა −15 თებერვალი.

შიდა მობილობის პროცესში (ჩარიცხვამდე) წარმოსადგენი დოკუმენტაცია

ა) განცხადება მიმღები ფაკულტეტის დეკანის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის/ID ბარათის) ასლი დედნის წარმოდგენით (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);

გ) სტუდენტის სასწავლო ბარათი (დამოწმებული დადგენილი წესით);

დოკუმენტაციის მიღება წარმოებს უნივერსიტეტის კანცელარიაში, ამ ბრძანების 2.1. პუნქტით განსაზღვრულ სამუშაო დღეებში ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 - დან 17:00 საათამდე, მისამართზე კ. ქუთათელაძის ქ. №3.