ავტორიზაცია

სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი (შემდეგში-უნივერსიტეტი) წარმოადგენს “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, კერძო სამართლის სამეწარმეო (კომერციული) პირის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ფორმით დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც ახორციელებს უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს.

სულხან–საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტმა მოიპოვა მორიგი სახელმწიფო ავტორიზაცია, რომელიც დასტურდება სსიპ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2014 წლის 20 ნოემბრის №31 გადაწყვეტილებით

სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი, ისევე როგორც ქვეყანაში მოქმედი სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ გადის მორიგ ავტორიზაციას.