ეროვნული შეჯიბრი სართაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში 2017

მარტი 17, 2017

სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაცია საქართველოში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტთან თანამშრომლობით, ახორციელებს ეროვნულ შეჯიბრს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში.

ვადები:

N

თარიღი

აქტივობა

1

2017 წლის 16 მარტი - 13 აპრილი (16:00 სთ)

სააპლიკაციო ფორმის შევსება

2

2017 წლის 16 მარტი, 14:00 სთ

პროექტის პრეზენტაცია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში

3

2017 წლის 17 მარტი 12:00 სთ

პროექტის პრეზენტაცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში

4

2017 წლის 21 მარტი 17:00 სთ

პროექტის პრეზენტაცია საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში

5

2017 წლის 27 მარტი 12:00 სთ

პროექტის პრეზენტაცია ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

6

2017 წლის 17-24 აპრილი

გუნდების გამოვლენა ლექციებისთვის

7

2017 წლის 28 აპრილი - 10 მაისი

ლექციები შერჩეული მონაწილეებისთვის

8

2017 წლის 11 მაისი

ტესტირება

9

2017 წლის 17 მაისი - 2 ივნისი

შეჯიბრში მონაწილე გუნდების მომზადება

10

2017 წლის 2-4 ივნისი

ეროვნული შეჯიბრის დასკვნითი ეტაპი ყვარლის სასწავლო ცენტრში

შეჯიბრში მონაწილეობა და დაშვების კრიტერიუმები:

შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის მე-2, მე-3 და მე-4 კურსის და ასევე, მაგისტრატურის აქტიური სტატუსის მქონე ან სამხედრო მიმართულების სტუდენტებისგან შემდგარ გუნდებს. ერთი უნივერსიტეტიდან შესაძლებელია რეგისტრაცია გაიაროს ერთმა ან რამდენიმე გუნდმა.

შეჯიბრში მონაწილე გუნდი უნდა შედგებოდეს სამი წევრისგან. გუნდს მონაწილეობა არ უნდა ჰქონდეს მიღებული ჰუმანიტარული სამართლის ეროვნული შეჯიბრის დასკვნით ეტაპზე.

პროექტის მიზანი:

პროექტი მიზნად ისახავს, საქართველოს მასშტაბით, სტუდენტებში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და მომიჯნავე სფეროების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, სამართლებრივი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და გაუმჯობესებას და საკონტაქტო ქსელის შექმნას.

ეტაპები:

I ეტაპი: სააპლიკაციო ფორმის შევსება

II ეტაპი: ლექციები შერჩეული გუნდებისთვის

III ეტაპი: ტესტირება, საუკეთესო 6 გუნდის გამოსავლენად

IV ეტაპი: შეჯიბრის დასკვნითი ეტაპი გამარჯვებული გუნდის გამოვლენა

კომენტარი: ტესტირების შედეგების შესაბამისად, შესაძლებელია ჩაინიშნოს დამატებითი ეტაპი, გასაუბრების სახით

შეჯიბრის დასკვნითი ეტაპი ჩატარდება სიმულაციების ფორმით ყვარლის სასწავლო ცენტრში, 2017 წლის 2-4 ივნისს.

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ეროვნულ შეჯიბრში გუნდის მონაწილეობა უფასოა. ყველა ხარჯი, რაც დაკავშირებული გუნდის წევრთა ტრანსპორტირებასთან, განთავსებასა და კვებასთან, იფარება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ.

შეჯიბრის ენა: ქართული

ყველა წერილობითი დოკუმენტი, მათ შორის ნებისმიერი კორესპონდენცია და ზეპირი გამოსვლები უნდა ჩატარდეს ქართულ ენაზე. აღნიშნული წესი არ ზღუდავს ჯგუფებს, მოიძიონ შეჯიბრისათვის საჭირო ნებისმიერი უცხოენოვანი ლიტერატურა და გამოიყენონ საკუთარი პოზიციის გასამყარებლად.

შედეგები, რომელსაც მიიღებენ შეჯიბრის მონაწილეები:

- პროექტის თითოეულ მონაწილეს გადაეცემა დასკვნით ეტაპზე მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი

- შეჯიბრის მონაწილეებს გადაეცემათ თემატური ლიტერატურა

- გამოვლინდება შემდეგი სახის გამარჯვებულები:

- ფინალში გამარჯვებული გუნდი

- საუკეთესო მომხსენებელი

შეჯიბრში მონაწილეობის მსურველებმა, სრულყოფილად შევსებული განაცხადის ფორმა უნდა წარადგინონ არაუგვიანეს 2017 წლის 13 აპრილ (16:00 სთ) შემდეგ ელ.ფოსტაზე - IHL@tcj.gov.ge

განაცხადის ფორმა

შეჯიბრის წესები

პროექტის პრეზენტაცია გაიმართება 21 მარტს, 17:00 სთ-ზე საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში. სტუდენტებს პრეზენტაციაზე დასწრებისთვის რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ შემდეგ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/1QhZ8kgqmniGfgzpbz_w-JItPslLcUshZcF-kSOWRQU4/viewform?edit_requested=true