ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

მარტი 16, 2017

შპს სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი 2017 წლის 16 მარტს აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ სპეციალობაზე:

1.1 სამართლის ფაკულტეტი

ა) კერძო სამართალი - ასოცირებული პროფესორის 1 ვაკანტური ადგილი

1.2 ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ა) ფილოსოფია, ფილოსოფიის ისტორია - ასოცირებული პროფესორის 1 ვაკანტური ადგილი

ბ) უცხო ენა (ინგლისური ენა) - ასოცირებული პროფესორის 1 ვაკანტური ადგილ

კანდიდატებისათვის დადგენილი ძირითადი მოთხოვნა და შეფასების კრიტერიუმებია:

ა) ძირითადი კრიტერიუმები:

ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო -პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

ბ) დამტებითი კრიტერიუმები:

  • სასწავლო კურსის სილაბუსი;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება (გარდა კანონმდებლობით განსაზღვრულისა);
  • კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა;
  • პროფესიული განვითარება;
  • სტიპენდიები და გრანტები (ბოლო 5 წლის განმავლობაში);
  • ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები/პუბლიკაციები;
  • უცხო ენის (მათ შორის დარგობრივი) ცოდნა;
  • საინფორმაციო - საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ფლობა;

კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი აკადემიური თანამდებობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (ივსება ადგილზე);

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა) ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);

გ) ფოტოსურათი (დაბეჭდილი 34 -ზე , ელექტრონული - CD მატარებელზე);

დ) ავტობიოგრაფია (CV) ;

ე) ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების/პუბლიკაციების სია;

ვ) კვალიფიკაციის: უმაღლესი განათლების და დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის, სამეცნიერო პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

შენიშვნა: უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში ასევე წარსადგენია ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.

ზ) ერთი სასწავლო კურსის სილაბუსი (სასწავლო უნივერსიტეტში არსებული მოთხოვნების შესაბამისად).

შენიშვნა: სილაბუსისადმი არსებული მოთხოვნები განთავსებულია ვებ-გვერდზე www.sabauni.edu.ge

4. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე პირები აირჩევიან 4 წლის ვადით.

- დასაქმებულის შრომის ანაზღაურების ოდენობა დადგინდება შესარჩევ კანდიდატთან დამატებითი შეთანხმებით.

- კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებას (ც. ხითარიშვილი), ტელ: 2422242/101 ელექტრონული ფოსტა info@sabauni.edu.ge.

- საბუთების მიღება განხორციელდება 2017 წლის 18 აპრილიდან 19 აპრილის ჩათვლით (სამუშაო დღეებში 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე), მისამართი: კ. ქუთათელაძის №3, I სართული კანცელარია. დოკუმენტაციის მიღებაზე პასუხისმგებელ პირი: ციცინო ხითარიშვილი, ტელ: 2422242/101, ელექტრონული ფოსტა info@sabauni.edu.ge

- საკონკურსო კომისია მუშაობას განახორციელებს 2017 წლის 21 აპრილიდან.

- კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2017 წლის 25 აპრილამდე. კონკურსის შედეგები კანდიდატებს ეცნობებათ პერსონალური ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეტყობინების გაგზავნით.