IT ტრენინგები საბაუნის სტუდენტებისთვის

მარტი 10, 2017

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, საბაუნიში იგეგმება უფასო ტრენინგები PHP, FRONT-END DEVELOPMENT, JAVA, PYTHON, IT პროექტების მართვა, IOS პროგრამირების მიმართულებით.

თითოეულ ტრენინგ კურსში მონაწილეობის მიღებას შეძლებს მინიმუმ ათი მონდომებული და მოტივირებული სტუდენტი, რომელიც თანახმაა გაიაროს კურსი ბოლომდე.

სატრენინგო კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სტანდარტული ამოცანის ფორმალიზებისა და დამოუკიდებლად გადაწყვეტის შესაძლებლობა ექნებათ. ასევე, შეძლებენ დესკტოპ აპლიკაციის, თამაშის, ავტომატიზირებული პროგრამისა და მსგავსი პროდუქტების შექმნას.
თითოეული ტრენინგის ჯამური ხანგრძლივობა შეადგენს 40 საათს და მას სააგენტოს ტრენერები გაუძღვებიან.

ტრენინგების ჩამონათვალი

UX/ UI დიზაინის ტრენინგი

UX/ UI ეს არის ადამიანზე მორგებული დიზაინის შექმნა. მომხმარებლის გამოცდილებაზე დაყრდნობით ახალი პროდუქტების დიზაინის შექმნა და არსებულის გაუმჯობესება. უფრო გასაგებად ენაზე კი, ეს არის ისეთი პროდუქტის დიზაინის შექმნის პროცესი, რომლის გამოყენებაც მომხმარებლისთვის იქნება მარტივი და მისაღები. UX/UI დიზაინი ა.შ.შ. და ევროპაში ძალზედ მოთხოვნადია და საქართველოშიც იწყებს დამკვიდრებას. ყველა ბიზნესის მიზანია პროდუქციის დიდი რაოდენობით გაყიდვა, ამიტომ მათთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლის დამოკიდებულება და მათივე მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. UX/UI დიზაინის შექმნა კი სწორედ აღნიშნულ პროცესს უწყობს ხელს.

ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეები შეისწავლიან:  რას ნიშნავს UX, IA, ID, UI დიზაინი  როგორია დიზაინის შექმნის პროცესი, მისი საფეხურები და აქტივობები.  პრეზენტაციის შექმნის სტანდარტები/პრინციპები  კვლევის პირველადი და შემდგომი ეტაპები  ანალიტიკა  მომხმარებლის ანალიზი  Mock-ups, ჩარჩო, არქტექტურა  დიზაინის შექმნის პრინციპები  ვებ-დიზაინის განვითარების ისტორია

იმისათვის, რომ ტრენინგში მონაწილეობისათვის სასურველია სტუდენტებმა იცოდნენ დიზაინის შექმნისთვის საჭირო პროგრამები. მაგ.: Photoshop, illustrator და სხვ. იმ შემთხვევაში, თუ ტრენინგის მონაწილეებს არ აქვთ შესაბამისი ცოდნა, შეგვიძლია თავად ვასწავლოთ აღნიშნული პროგრამების ის ფუნქციები, რომელიც UX/UI დიზაინის შექმნისთვის არის საჭირო.


ხარისხის მართვის ტრენინგი

დღეს დღეობით, მსოფლიოს მასშტაბით, ინფორმაციული ტექნოლოგიები მოთხოვნით და პოპულარობით პირველ ადგილზეა. ძალიან დიდია კონკურენცია ამ სფეროში, ამიტომ ყველა მიმწოდებელის მიზანია შექმნას იდეალური პროდუქტი, შესაბამისად ხარისხის უზრუნველყოფის საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მოთხოვნადია.

ტრენინგი მოიცავს ორი მიმართულებას, ესენია: QA ხარისხის უზრუნველყოფა - არის აქტივობა, მიზანმიმართული დეველოპმენტის პროცესის სწორად წარმართვისკენ, შეცდომების დაშვების პრევენციისკენ; QC ხარისხის კონტროლი - არის აქტივობა, მიზანმიმართული შემოწმებისკენ, თუ რამდენად შეესაბამება შექმნილი პროდუქტი (software) მოთხოვნას.

ტრენინგის განმავლობაში სტუდენტები გაეცნობიან ისეთ საკითხებს როგორიცა: ხარისხის უზრუნველყოფა, ხარისხის კონტროლი, ტესტირება; მოთხოვნა, მოთხოვნის ანალიზი; როგორ წარიმართოს სწორად ტესტირების პროცესი; რა სახის ტესტირებები არსებობს; სატესტო დოკუმენტაციის შექმნა; პრაქტიკული მეცადინეობები;


Python პროგრამირების ტრენინგი

პროგრამირების ენებიდან პითონი ერთ-ერთი ყველაზე მარტივად გასაგები და მძლავრი პროგრამირების ენაა. პითონი მიეკუთვნება მრავალმიზნობრივ პროგრამირების ენას. მისი საშუალებით შესაძლებელია შეიქმნას სხვადასხვა ტიპის პროგრამები, როგორიცა: თამაშები, ვებსერვერული აპლიკაციები, მობილური აპლიცაციები, სერვერის ოპტიმიზაცია-კონფიგურაცისა და მართვის სკრიპტები, დესკტოპ(პერსონალურ კომპიუტერზე დაფუნძნებული)-აპლიკაციები. გარდა ამისა, პითონი მულტიპლათფორმული პროგრამირების ენაცაა, რაც გულისხმობს, რომ მასზე დაწერილი პროგრამა მუშაობს ნებისმიერ პლათფორმაზე მაგალითად: Linux, MacOS, Windows და ა.შ. დღესთვის პითონი არის, როგორც კომერციული ისე საგანმანათლებლო / სამეცნიერო მიმართულებით დამკვიდრებული პროგრამირების ენა. 2016 წლის მონაცემებით, github-ზე ყველაზე ხშირად გამოყენებული პროგრამირების ენებს შორის პითონი მესამე ადგილზეა JavaScript-ისა და Java-ს შემდეგ.

ტრენინგის განმავლობაში სტუდენტები გაეცნობიან, პროგრამირების ძირითად პრინციპებს როგორიცაა: პროგრამირების საწყისები, მონაცემთა ტიპები, პირობითი ოპერატორები, ციკლები და ა.შ. პროცედურული პროგრამირება, ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება.

კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეს შეეძლება სწავლის დამოუკიდებლად გაგრძელება და სხვადასხვა სახის მცირე პროექტების შესრულება. ასევე, აღნიშნული ტრენინგი კარგი წინაპირობაა, პროგრამირების ზოგადი პრინციპების გასაცნობად, რაც შემდგომ დაეხმარება დაეუფლოს სხვა პოგრამირების ენებსაც.

ტრენინგის გასავლელად, არ არის აუცილებელი რომელიმე სხვა პროგრამირების ენის ცოდნა. მონაწილეს მოეთხოვება, კომპიუტერთან მუშაობის ზოგადი უნარჩვევები, სასურველია ჰქონდეს კომპიუტერის მუშაობის პრინციპებზე ზოგადი წარმოდგენა.


PHP პროგრამირების ტრენინგი

PHP ანუ (Hypertext Preprocessor) არის პროგრამირების ენა, რომელიც გამოიყენება web-ში და დღეისათვის დიდი პოპულარობით სარგებლობს, მას იყენებს Facebook, Wordpress და სხვა პოპულარული ვებ-გვერდები. მსოფლიო ვებ-გვერდების უმეტესობა PHP ენაზეა დაწერილი. ამგვარი სტატისტიკაა საქართველოს ბაზარზეც, შესაბამისად შეიძლება ითქვას რომ PHP ყველაზე პოპულარული პროგრამირების ენაა რომელიც ვებ გვერდების შექმაში გამოიყენება.

ტრენინგის განმავლობაში სტუდენტები გაეცნობიან ისეთ საკითხებს როგორიცა: როგორ მუშაობს PHP, გაეცნობით სხვადასხვა ფუნქციებს, ცვლადებს, მასივებს და ყველა იმ ძირითად ეტაპებს რაც დამწყებმა პროგრამისტმა უნდა იცოდეს.

ტრენინგში მონაწილეობისათვის უმჯობესია თუ მონაწილეებს გარკვეულ დონეზე მაინც ექნებათ ცოდნა HTML/CSS მიმართულებით, თუმცა ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მათი ათვისება მარტივია.


Java პროგრამირების ტრენინგი

ჯავა არის ზოგადი დანიშნულების, კონკურენტული, ობიექტურად ორიენტირებული პროგრამირების ენა. Java მკაცრად (სტატიკურად) ტიპიზირებული ენაა. სინტაქსური აგებულებით ის წააგავს უფრო ადრეულ ენებს C და C++. მისი ობიექტური მოდელი აგრეთვე მნიშვნეოვნად ნასესხებია C++ და Smalltalk ენებიდან. Java პროგრამები გარდაიქმნება ბაიტკოდებში და ეშვება Java ვირტულურ მანქანაში (JVM), რაც უზრუნველყოფს კომპილირებული პროგრამის დამოუკიდებლობას გამშვები სისტემასთან მიმართებაში.

დღეს Java ყველაზე გავრცელებული ენაა, მოწყობილობათა რაოდენობის მიხედვით, რომლებიც ასრულებენ Java პროგრამებს და, აგრეთვე, ყველაზე პოპულარული ენაა იმ პროგრამისტების რაოდენობის მიხედვით, რომლებიც წერენ თავის პროგრამებს Java-ზე.

ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები შეიწავლიან: Java დაპროგრამების სიტაქსს, კლასებს, პოლიფორმიზმს, მასივებს, კოლექციებს და სხვა


IT პროექტებს მართვა

IT პროექტების მართვა ეს არის დაგეგმვის, ორგანიზების, შესრულების და მონიტორინგის პროცესი, რომელიც საჭიროა გარკვეული მიზნის მისაღწევად, ინფორმაციულ ტექნოლოგიებში.

ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ყოველდღიურად, იზრდება მოთხოვნა IT პროექტებზე, რომლის წარმატებით განხორციელებისათვის, ხშირად ქირაობენ IT პროექტების მენეჯერს, რომელიც არის პასუხისმგებელი პროექტის წარმატებით განხორციელებაზე.

ტრენინგის ფარგლებში, სტუდენტები შეისწავლიან შემდეგ საკითხებს:
-პროექტის ინიცირება, შეფასება, შერჩევა
- პროექტის მიზანი და მოქმედების ფარგლები
- პროექტის ორგანიზება და ლიდერობა
- პროექტის დაგეგმვა და განხორციელება
- პროექტის მონიტორინგი და კონტროლი
- პროექტის რისკების მენეჯმენტი
- პროგრამული პროექტების მენეჯმენტი
- პროგრამული აქტივების მენეჯმენტი
- ხარისხის მენეჯმენტი
- ცვლილებების მენეჯმენტი
- ადამიანების მენეჯმენტი.



iOS პროგრამირების ტრენინგი

iOS არის ოპერაციული სისტემა, რომელიც მუშაობს კომპანია Apple-სთვის.

iOS პროგრამირება კი აღნიშნული კომპანიის პროდუქციის შექმნისთვის გამოიყენება.

დღესდღეობით მობილური მოწყობილობები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს ცხოვრებაში. შესაბამისად, ძალიან დიდია მოთხოვნა აპლიკაციების ფართო არჩევანზე.

Apple ის მობილური მოწყობილობები ბაზარზე დიდ ადგილს იკავებს შესაბამისად ამ მოწყობილობებისთვის პროგრამირება ძალიან მოთხოვნადია.

ტრენინგში მონაწილეობისათვის საჭიროა Java, Php ან რომელიმე პრგრამირებადი ენის ცოდნა.

ტრენინგის მსვლელობისას სტუდენტები შეისწავლიან შემდეგ საკითხებს: iOS ტრენინგის აღწერა, განმარტებები, xCode გარემოს გაცნობა, ზოგადი მიმოხილვა. Swift ენის მიმოხილვა, “Hello world”. ცვლადები, მარტივი ტიპები და მოქმედებები, ლოგიკური ოპერატორები. ციკლები, მონაცემთა სტრუქტურები swift - ში, მარტივი ალგორითმები და ფუნქციები. optional და Closures, enum და extensions, Struct, Class, მემკვიდრეობა და init(ინიციალიზატორი), protocol და დიზაინ პატერნი - MVC, სამომხმარებლო ელემენტები, პრობლემის დასმა, გადაჭრის გზები და ტექნიკური დეტალები, ტესტირება, Auto Layout, UIViewController – r

ტრენინგისათვის საჭიროა Apple-ის პროდუქციის ან IOS ოპერაციული სისტემის მქონე კომპიუტერები.


Front-end პროგრამირების ტრენინგი

"Front-end development" ტერმინი აღწერს ვებ-გვერდის(საიტის) იმ მხარის დამზადებას, რასაც მომხმარებლები ხედავენ თავიანთ ბრაუზერებში. ანუ ინტერფეისი რაც მათ ხვდებათ, როდესაც სტუმრობენ საიტებს, "Front-end development" მოიცავს იმ ქმედებებს რასაც ვაკეთებთ გვერდზე(საიტზე) შესვლისას და ვურთიერთობთ (ინტერაქციაში შევდივართ) სხვადასხვა სახის საშუალებით მაგ: მაუსი,კლავიატურა და ა.შ.

Front-End-ის პროგრამირება უზრუნველყოფს მარტივი ვებ-გვერდის შექმნას და მოიცავს შემდეგი ენების ცოდნას: HTML, CSS, JAVASCRIPT

თანამედროვე მსოფლიო მთლიანად გადართულია ინტერნეტ სივრცის გამოყენებით გარკვეული ინფორმაციის მოპოვებასა და გაცემაზე. ინტერნეტთან წვდმის ზრდასთან ერთად რა საკვირველია გაიზარდა მოთხოვნა სხვადასხვა სახის ვებ-გვერდების შექმნაზე, სწორედ ამიტომ Front-End Development- ზე მოთხოვნაც საკმაოდ დიდია.

ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა შეიწავლონ შემდეგი თემები: რა არის ინტერნეტი, DNS სერვერი, HTTP/HTTPS

HTML, CSS, JS ( ანიმაციები, მეტი ინტერაქციის საშუალება, რეალურ დროში საიტზე ცვლილებების განხორციელება ვიზუალის შეცვლა და ა.შ. )

ტრენინგის გასავლელად, არ არის აუცილებელი რომელიმე პროგრამირების ენის ცოდნა. მონაწილეს მოეთხოვება მხოლოდ კომპიუტერთან მუშაობის ზოგადი უნარჩვევები.


Android პროგრამირების ტრენინგი

Android — ლინუქსზე დაფუძნებული ოპერატიული სისტემა, შეიქმნა გუგლის ფინანსური მხარდაჭერით, ხოლო 2005 წელს ის თავად გუგლმა შეისყიდა. დღეს ანდროიდის ყველა აპლიკაცია თავმოყრილია Google Play-ზე. 2012 წელს აპლიკაციების რაოდენობა 700000 იყო, ხოლო გადმოწერების რაოდენობამ კი 25 მილიარდს მიაღწია. დღეისათვის ანდროიდი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ოპერაციული სისტემაა მთელ მსოფლიოში. 2012 წელს მისი საბაზრო წილი 75% იყო. დღეს ანდროიდის სისტემაზე მომუშავე ელექტრო მოწყობილობებს ქმნის რამდენიმე ცნობილი კომპანია: HTC, Samsung, Google Nexsus, Sony და ა.შ. დღეს Android სისტემას მსოფლიოს მასშტაბით სმარტფონების 81% იყენებს, რომლის რაოდენობა მილიარდს აჭარბებს.გარდა სმარტფონებისა და პლანშეტებისა, ანდროიდ სისტემა ინტეგრირებულია საათებზე,ტელევიზორებზე და მანქანებშიც კი.

ანდროიდის კვალიფიციური დეველოპერების ძიება აქტიურად მიმდინარეობს წამყვან ქვეყნებში, რადგან დღესდღეობით ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროგრამული უზრუნველყოფის უნარი.

კურსის განმავლობაში დამსწრეები შეისწავლიან Android პლატფორმაზე Java-ს მეშვეობით მობილური აპლიკაციების შექმნას. უფრო კონკრეტულად კი შეისწავლიან შემდეგ საკითხებს:  User Interface(Buttons, Image,CheckBoxes,Star Rating System.Radio Buttons,RelativeLayout,LinearLayout, TableLayout)  Intents  SMS,CALL  Menus  Fragments  Dialogs  SQLite  Bluetooth,Wi-Fi

იმისათვის, რომ სტუდენტმა მიიღოს მონაწილეობა აღნიშულ ტრენინგში, მან უნდა იცოდეს პროგრამირების საწყისები (ტიპები,ფუნქციები,ოოპ), სასურველია ჯავა პროგრამირება. თუმცა შესაძლებებლია პირველი 3 მეცადინეობა დაეთმოს პროგრამირების ენის სწავლას და შემდეგ მოხდეს Android-ს მიმართულებით სწავლება.


დაინტერესებულმა სტუდენტებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 208-ე ოთახში (მე-2 სართ). რეგისტრაციის ვადა: 20 მარტი, 2017.