ლატვიის მთავრობის სტიპენდიები

მარტი 14, 2017

ლატვიის მთავრობა აცხადებს სტიპენდიებს ლატვიის უმაღლეს სასწავლებლებში როგორც ბაკალავრიატის/მაგისტრატურის/დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის, ასევე ახალგაზრდა მკვლევრებისა და აკადემიური პერსონალისთვის.

აპლიკანტს დახურული უნდა ჰქონდეს მინიმუმ ერთი აკადემიური წელი.

სტიპენდიების მიღება შესაძლებელია ლატვიის რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში სასურველ მიმართულებაზე.

სასწავლო პროგრამები იხილეთ აქ.

ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის შეადგენს 500 ევროს. დოქტორანტებისათვის - 670 ევროს.

სტუდენტს აღნიშნული სტიპენდიის გამოყენება შეუძლია როგორც სწავლის საფასურის გადასახდელად, ისე საცხოვრებლის ან სხვა ხარჯების დასაფარად.

სტიპენდიების მოსაპოვებლად საჭიროა შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და, მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან ერთად, გაგზავნოთ ელექტრონული ფოსტით.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://viaa.gov.lv/eng/scholarships

დოკუმენტაცია მიიღება 2017 წლის 1-ლი აპრილის ჩათვლით.

ლატვიის მხარის მიერ შემოთავაზებული სასტიპენდიო პროგრამა მოიცავს საზაფხულო სკოლასაც (Summer school), რომელში მონაწილეობის მიღებაც შეუძლიათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 4 მაისი. საზაფხულო სკოლის დაფინანსება შეადგენს 711 ევროს.

დაფინანსების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ლატვიის სახელმწიფო განათლების განვითარების სააგენტოს შეფასების კომიტეტი. სტიპენდიის მოსაპოვებლად აპლიკაციის შევსება შესაძლებელია შემდეგ ვებგვერდზე: http://viaa.gov.lv/eng/scholarships_gov

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ დანართის სახით.