სტაჟირების სახელწიფო პროგრამა საბაუნის სტუდენტებისთვის

მარტი 29, 2017

28 მარტს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა მემორანდუმი გააფორმა საჯარო სამსახურის ბიუროსთან.

საბაუნის სტუდენტებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-6 ნაკადში. მათ ეძლევათ შანსი დასაქმდნენ საჯარო სექტორში და მიიღონ დამატებითი გამოცდილება.

სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებსა და მაგისტრანტებს. მონაწილეებს უნდა ქონდეთ მაღალი აკადემიური მოსწრება, GPA მინიმუმ 3.0 ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკული 81ზე მეტი (მინიმუმ „B" (81-90%) ძალიან კარგი); ასევე მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, რომელმაც საგანმანათლებლო პროგრამა დაასრულა არაუმეტეს ბოლო 2 წლის განმავლობაში.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ საბაუნის შესაბამის დეკანატებს!