საბაუნი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას შემდგომი დასაქმების პერსპექტივით

აპრილი 5, 2017

სტაჟირება საბაუნის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურში !!!

ვის შეუძლია სტაჟირების გავლა?

მხოლოდ სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისათვის ან/და დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტებისათვის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა);

სტაჟირების ხანგრძლივობა და სამუშაო დრო: 3თვე

სამუშაო დრო - სრული განაკვეთი - კვირაში 40 საათი/არასრული განაკვეთი - კვირაში 40 საათამდე, მაგრამ არანაკლებ 20 საათისა);

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 4;

შრომის ანაზღაურება სტაჟირების გავლის პერიოდში: 200 ლარი (სრული განაკვეთი), არასრული - ინდივიდუალური მოლაპარაკებით.

სტაჟირების დასრულების შემდგომ გაიცემა სერთიფიკატი;

სავალდებულო ცოდნა, უნარები:

  • კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის უნარები: MS Excel, MS Word
  • სამუშაოს ორგანიზება და ერთდროულად რამდენიმე დავალების შესრულების უნარი
  • პრობლემის იდენტიფიკაციის, ანალიზის და გამოსავლის მოძებნის უნარი
  • მაღალი მოტივაცია
  • კომუნიკაბელურობა
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • სტრესულ და დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
  • სტაჟირების კანდიდატი კარგად უნდა იცნობდეს სასწვალო პროცესის მარეგულირებელ დებულებას (განთავსებულია უნივერსიტეტის ვებგვერდზე);

სტაჟორის ძირითადი ფუნქციები (მენეჯერის ხელმძღვანელობით)

  • სასწავლო პროცესის ადმინისტრირებაში მონაწილეობა
  • საგამოცდო პროცესის ადმინისტრირება, დამკვირვებლის სტატუსით დასწრება
  • სტუდენტების პირადი საქმეების ფორმირება
  • სტუდენტებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან ზეპირი/წერილობითი კომუნიკაცია სასწავლო პროცესთან დაკავშირებიულ საკითხებზე
  • სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და პრეზენტაცია

სტაჟორების შერჩევა

სტაჟორების შერჩევა განხორციელდება 2 ეტაპად:

  1. CV შერჩევა
  2. წერითი ტესტირება (25-26 აპრილი);

საბუთების მიღება

2017 წლს 4 აპრილიდან 20 აპრილის ჩათვლით

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV (ქართულ ენაზე) შემდეგ მისამართზე: info@sabauni.edu.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელ: (+995 32) 2 42 22 42/101