ბიზნესის ადმინისტრირება (ENG)

 

 აკადემიური საფეხური: ბაკალავრიატი

  • სპეციალობა: ბიზნესის ადმინისტრირება
    სწავლის ხანგრძლივობა: 4 წელი (240 კრედიტი)
    სწავლების ენა: ინგლისური
  • წლიური საფასური: 6600 ლარი
  • მისაღები კონტიგენტი: 20
  • კოდი ცნობარში: 0880106
  • პროგრამის ხელმძღვანელი: აკაკი ცომაია

პროგრამის მიზანი და უპირატესობები

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის მიზანია ევროპული ღირებულებების მქონე მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება საერთაშორისო ბაზარზე, რომელთაც ექნებათ როგორც მრავალმხრივი, ისე ბიზნესის მართვის სპეციალიზირებული ცოდნა და პრაქტიკული უნარები და შეძლებენ პროფესიული საქმიანობის განხორციელებას ეკონომიკის პრინციპების, მართვის მეცნიერების, თანამედროვე ტექნოლოგიების, ინგლისურისა და სხვა უცხო ენების, ფილოსოფიის, იურისპონდენციის, მათემატიკისა და სხვა დისციპლინის საზღვრების სიღმისეული გაცნობიერების გზით: და აქედან გამომდინარე,
• ბიზნესის სფეროში კრეატიული სამეწარმეო იდეების გენერირებას;
• ინოვაციური პროექტების განვითარებასა და დანერგვას;
• ბიზნეს პროცესების ადამინისტრირებას;
• დაგეგმვის, ორგანიზებისა და კონტროლის განხორციელების პროცესში ლიდერული უნარების წარმოჩენას;
• ადამიანებთან სწორ კომუნიკაციასა და რაციონალური გადაწყვეტილების მიღებას;
• მაქსიმალური ეკონომიკური თუ სოციალური სარგებლის ფორმირების საკითხებთან დაკავშირებული კომპლექსური ამოცანების გადაჭრას როგორც კერძო, ისე სახელმწიფო და სხვა საზოგადოებრივ სექტორში.

ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი პროგრამა

ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი პროგრამის პერსონალი