აკადემიური საფეხური: ბაკალავრიატი

  • სპეციალობა: ბიზნესის ადმინისტრირება
    მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი მენეჯმენტში
  • კოდი ცნობარში: 0880103
    სწავლის ხანგრძლივობა: 4 წელი (240 კრედიტი)
    სწავლების ენა: ქართული
    წლიური საფასური: 2200 ლარი
    პროგრამაზე ჩარიცხვის პირობები: ჩასაბარებელი საგნები: ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარები, უცხოური ენა, მათემატიკა / ისტორია / გეოგრაფია / ლიტერატურა / ფიზიკა /ქიმია / ბიოლოგია / სამოქალაქო განათლება
    მისაღები კონტინგენტი: 150 

პროგრამის მიზანი და უპირატესობები

სტუდენტები სწავლის პროცესში

- შეიძენენ ფართო ცოდნას ბიზნესის მართვის სფეროში,

- გაეცნობიან ბიზნეს პროცესებს, 

- შეისწავლიან მმართველობითი საქმიანობის თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს,

- დაეუფლებიან ორგანიზაციების მართვის თანამედროვე ტექნოლოგიებს,

- განივითარებენ პროფესიული კარიერისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს,

- აღიჭურვებიან როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენციებით. 


პროგრამის აკადემიური პერსონალი დაკომპლექტებულია დარგის წამყვანი სპეციალისტებითა და პრაქტიკოსებით. ბიზნესის საბაკალავრო პროგრამაზე განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სწავლების პრაქტიკულ ნაწილზე, კერძოდ: ფაკულტეტზე ხორციელდება სტუდენტური ბიზნეს იდეების პროგრამა. სტუდენტები ამზადებენ გუნდურ პროექტებს, ბიზნეს გეგმებს და პრეზენტაციებს. სტუდენტური ბიზნეს პროექტების განხორციელება ხდება ბიზნეს ინკუბატორში, რომელიც ასევე ფაკულტეტის ბაზაზე ფუნქციონირებს.

ფაკულტეტის სტუდნეტებს შესაძლებლობა აქვთ, გაცვლითი პროგრამით ისწავლონ ევროპის წამყვან ბიზნეს სკოლებში. ფაკულტეტზე იმართება საერთაშორისო კონფერენციები უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერით, ეწყობა სასწავლო ვიზიტები მსხვილი კომპანიების ადგილობრივ საწარმოებში, იმართება წარმატებული კომპანიების პრაქტიკოსი ექსპერტების საჯარო ლექცია-სემინარები და მასტერკლასები.

სტუდენტებს საშუალება აქვთ, გაიარონ შიდა პროფილური სტაჟირება შესაბამისი სერტიფიკატის გაცემით. ამასთან, ფაკულტეტი მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობს დამსაქმებელ ორგანიზაციებთან, რაც საშუალებას აძლევს პროგრამის ყველა სტუდენტს, გაიაროს პრაქტიკა ბიზნესის სფეროს წამყვან კომპანიებში. 
ბიზნესის სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, განვითარდნენ კარიერულად და/ან დაიწყოთ საკუთარი ბიზნესი. 2017 წლის 17 ივნისს საბაუნიში ჩატარდა სტუდენტური ბიზნეს იდეების კონკურსი, რომლის საპრიზო ფონდმა ჯამში 10 000 ლარამდე შეადგინა. ვრცლად პროექტზე

ბიზნესის საბაკალავრო პროგრამა ორიენტირებულია მოამზადოს კვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ დასაქმდნენ როგორც ქართულ, ისე უცხოურ კომპანიებში მენეჯერის პოზიციაზე, რეაგირება მოახდინონ ბიზნეს გარემოში მიმდინარე ცვლილებებზე და ეფექტიანად განახორციელონ საორგანიზაციო-მმართველობითი, ადმინისტრაციულ-სამეურნეო, საინფორმაციო-ანალიტიკური თუ სამეწარმეო საქმიანობა.