საერთაშორისო ურთიერთობები

 აკადემიური საფეხური: ბაკალავრიატი

  • აკადემიური საფეხური: ბაკალავრიატი
    სპეციალობა: საერთაშორისო ურთიერთობები
    მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი
  • ცნობარში მინიჭებული კოდი: 0880105
    სწავლების ხანგრძლივობა: 4 წელი (240 კრედიტი)
    სწავლების ენა: ქართული 
    წლიური გადასახადი: 2200 ლარი
    მისაღები კონტიგენტი: 150


პროგრამის მიზანი და უპირატესობები

პროგრამის მიზანია, მოამზადოს პროფესიონალი, რომელსაც აქვს საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი კონცეფციების, თეორიებისა და კვლევის მეთოდების ფართო ცოდნა. აცნობიერებს საერთაშორისო ურთიერთობების მეცნიერულად შესწავლის მნიშვნელობას და დისციპლინის ურთიერთმიმართებას მომიჯნავე დარგებთან, როგორიცაა: პოლიტიკის მეცნიერება, ისტორია, ეკონომიკა, საერთაშორისო სამართალი. შესწევს უნარი შეისწავლოს, გააანალიზოს და კრიტიკულად გაიაზროს თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკის აქტუალური საკითხები.


კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს:

  • - საერთაშორისო ორგანიზაციებში

  • - საჯარო დაწესებულებებში (სამინისტროები, აღმასრულებელი ხელისუფლების და სხვა ინსტიტუტები)

  • - შესაბამისი პროფილის მქონე ორგანიზაციებში, არასამთავრობო და კერძო სექტორში

  • - მედია ორგანიზაციებში

  • - შესაბამისი პროფილის მქონე კვლევით ინსტიტუტებში.


საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა.
ჰუმანიტარული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები