აკადემიური საფეხური: ბაკალავრიატი

  • სპეციალობა: თეოლოგია
    მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი თეოლოგიაში
  • კოდი ცნობარში: 0880101
    სწავლის ხანგრძლივობა: 4 წელი (240 კრედიტი)
    სწავლების ენა: ქართული 
    წლიური გადასახადი: 1900 ლარი
    კონტინგენტი: 50

პროგრამის მიზანი და უპირატესობები

პროგრამის მიზანია, მოამზადოს პროფესიონალი, რომელსაც ექნება თეოლოგიის სფეროს, ქრისტიანული ეკლესიის ისტორიის, მისი ინსტიტუციონალური და დოგმატურ-საღვთისმეტყველო განვითარების, ფილოსოფიურ-შემეცნებითი სისტემების, ქრისტიანული კულტურისა და ხელოვნების კომპლექსური საკითხების ღრმა ცოდნა. ექნება გააზრებული სხვადასხვა რელიგიური სისტემების თავისებურებები და შეეძლება მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებების ადეკვატური აღქმა, ასევე სფეროს თეორიულ-პრაქტიკული ასპექტების სათანადო გამოყენებით ინფორმაციის ანალიზისა და შეფასების უნარი.

კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს:

  • - საგანმანათლებლო დაწესებულებებში

  • - საჯარო დაწესებულებებში

  • - არასამთავრობო და კერძო სექტორის ორგანიზაციებში

  • - მედია ორგანიზაციებში

  • - შესაბამისი პროფილის მქონე სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში.

თეოლოგიიის საბაკალავრო პროგრამა
ჰუმანიტარული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები.