•  აკადემიური საფეხური: ბაკალავრიატი
    სპეციალობა: ტურიზმი
    მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი ტურიზმში
  • კოდი ცნობარში: 0880104
    სწავლის ხანგრძლივობა: 4 წელი (240 კრედიტი)
    სწავლების ენა: ქართული
    წლიური გადასახადი: 2200 ლარი
  • მისაღები კონტიგენტი: 150

პროგრამის აკადემიური პერსონალი დაკომპლექტებულია დარგის წამყვანი სპეციალისტებითა და პრაქტიკოსებით. ტურიზმის საბაკალავრო პროგრამაზე განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სწავლების პრაქტიკულ ნაწილზე, კერძოდ, ფაკულტეტზე მოქმედებს ტურიზმის კვლევისა და ინოვაციის ცენტრი - ORBIS, რომელიც ამ სფეროში კვლევისა და ინოვაციის პირველი საუნივერსიტეტო ცენტრია საქართველოსა და კავკასიაში. აქ სტუდენტებს პრაქტიკული მეცადინეობებით, ტურისტული აქტივობების სიმულაციებით, კვლევებითა და ინტერაქტიული ტექნოლოგიების გამოყენებით შეუძლიათ პრაქტიკული ცოდნისა და უნარების შეძენა.
ფაკულტეტის სტუდნეტებს შესაძლებლობა აქვთ, გაცვლითი პროგრამით ისწავლონ ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში. ფაკულტეტზე იმართება საერთაშორისო კონფერენციები უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერით, ეწყობა სასწავლო ვიზიტები მუზეუმებში, სასტუმროებში, ა.შ. იმართება ტურიზმის სფეროს გამორჩეული ექსპერტების საჯარო ლექცია-სემინარები და მასტერკლასები.
სტუდენტებს საშუალება აქვთ, გაიარონ შიდა პროფილური სტაჟირება შესაბამისი სერტიფიკატის გაცემით. ამასთან, ფაკულტეტი მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობს დამსაქმებელ ორგანიზაციებთან, რაც საშუალებას აძლევს პროგრამის ყველა სტუდენტს, გაიაროს პრაქტიკა ტურიზმის სფეროს წამყვან კომპანიებში.
ტურიზმის სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, განვითარდნენ კარიერულად და/ან დაიწყოთ საკუთარი ბიზნესი ტურიზმის სფეროში.
ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა ორიენტირებულია ამზადებს კვალიფიციურ სპეციალისტებს, რომლებიც წარმატებით საქმდებიან როგორც ქართულ, ასევე უცხოურ კომპანიებში ტურიზმის სფეროში.

ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა.

ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის პროფესორები