ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა

წლიური საფასური - 2200 ლარი
ცნობარში მინიჭებული კოდი: 0880103

საბაკალავრო პროგრამა ორიენტირებულია მოამზადოს კვალიფიციური, კონკურენტუნარიანი სპეციალისტები, რომლებიც სწავლის პროცესში

- შეიძენენ ფართო ცოდნას ბიზნესის მართვის სფეროში,
- გაეცნობიან ბიზნეს-პროცესებს,
- შეისწავლიან მმართველობითი საქმიანობის თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს,
- დაუფლებიან ორგანიზაციების მართვის თანამედროვე ტექნოლოგიებს,
- განივითარებენ პროფესიული კარიერისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს,
- აღიჭურვებიან როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენციებით.

პროგრამის კურსდამთავრებული შეძლებს:

- დასაქმდეს როგორც ქართულ, ისე უცხოურ კომპანიებში ქვედა და/ან შუალედური რგოლის მენეჯერის პოზიციაზე, რეაგირება მოახდინოს ბიზნეს გარემოში მიმდინარე ცვლილებებზე და ეფექტიანად განახორციელოს პროფესიული საქმიანობის ნებისმიერი სახე - საორგნიზაციო-მმართველობითი, ადმინისტრაციულ-სამეურნეო, საინფორმაციო-ანალიტიკური, სამეწარმეო საქმიანობა.

- სწავლა გააგრძელოს უცხოეთის და/ან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უმაღლესი განათლების შემდგომ საფეხურზე (მაგისტრატურაში).

წარჩინებულ სტუდენტებს შეუძლიათ მოიპოვონ სხვადასხვა სახელობითი სტიპენდიები (თვეში 150, 100, 75 ლარის ოდენობით)


კურიკულუმი

სილაბუსები

ინფორმაცია დაცულია პაროლით, დაინტერესების შემთხვევაში დაუკავშირდით ფაკულტეტის დეკანს n.gogolauri@sabauni.edu.ge