ერთი ლამაზი დღე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან

2012 წლის 16 მარტს, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები ეწვივნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრს. სტუდენტებმა წინასწარ მომზადებული რამდენიმე გასართობი ნომრით გაამხიარულეს ცენტრის აღსაზრდელები და დღის ბოლოს საჩუქრები გადასცეს მათ.

უნივერსიტეტის თვითმმართველობა გეგმავს გააგრძელოს მსგავსი ტიპის ღონისძიებები, რათა შშმ ბავშვებს აგრძნობინონ რომ ისინი საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები არიან.

ფოტოები