ლომიძეების მრავალშვილიან ოჯახში

2014 წლის 31 მაისს, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით უნივერსიტეტის სტუდენტებმა მოინახულეს ქალაქ თბილისში მცხოვრები ლომიძეების მრავალშვილიანი ოჯახი. 5 მცირეწლოვანი ბავშვის მარტოხელა დედა, ქალატონი ლია სოციალური დახმარების იმედაა დარჩენილი. მათ უმძიმეს მდგომარეობას დაემატა ოჯახის უფროსის მიერ 2 თვის წინ ოჯახის მიტოვება. გარდა ეკონომიური სიდუხჭირისა, მათ მდგომარეობას ამძიმებს დედის და ოჯახის ყველაზე პატარა წევრის, 6 წლის ზურას ავადმყოფობა. ზურას მარცხენა თვალზე მხედველობა დაქვეითებული აქვს და საჭიროებს მკურნალობას, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და ოჯახს ამისი საშუალება არ აქვს.

უნივერსიტეტის სტუდენტებმა საკუთარი სახსრებით შეაგროვეს სხვადასხვა საჭირო ნივთები, შემოწირული თანხით კი საკვები პროდუქტი იყიდეს და გადასცეს ოჯახს.

ფოტოები