საჩუქრები ასოციაცია ანიკას ბენეფიციარებს

2012 წლის 9 მარტს, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მოინახულეს თბილისის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრის „ანიკას“ ბენეფიციარები და საჩუქრები გადასცეს მათ.

ასოციაცია "ანიკა" დაფუძნებულია ინვალიდ ბავშვთა მშობლების მიერ 1997 წელს. ასოციაციამ დაარსების დღიდან აირჩია არა მხოლოდ ინვალიდთათვის იზოლირებული, არამედ საზოგადოებასთან მჭირდოდ დაკავშირშირებული ღონისძიებები.

დროთა განმავლობაში განვითარდა თანამშრომლობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და ქ. თბილისის № 10 საჯარო სკოლასთან, სადაც უკვე წარმატებით მიმდინარეობს ინვალიდი ბავშვების სწავლება მათ თანატოლებთან ერთად-ერთ კლასში, ხოლო ბოლო სამი წელია უკვე თანამშრომლობს ქ. თბილისის № 149 -ე საჯარო სკოლასთან, სადაც ინერგება ინტეგრირებული და ინკლუზიური სწავლება. სკოლაში უკვე ჩართულია 10 შშმ ბავშვი.

უნივერსიტეტის სტუდენტები კვლავ გეგმავენ მსგავსი ტიპის ღონისძიების ჩატარებას სხვადასხვა დღის ცენტრების ბენეფიციარებისათვის.

ფოტოები