საჩუქრები სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების შვილებს

2012 წლის 6 მაისს, გიორგობას სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა გიორგობა მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს ქალთა ფონდ „ვიქტორიას“ ბენეფიციარებს - სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს.

ღონისძიება ძველი თბილისის გამგეობის თანადგომით ჩატარდა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სკვერში. უნივერსიტეტის სტუდენტებმა წინასწარ მომზადებული გასართობი ნომრებით გაამხიარულეს ბავშვები და სხვადასხვა თამაშში გამარჯვებულებს პრიზები გადასცეს.

ბავშვები აქტიურად ჩაერთნენ თამაშებში და ხანმოკლე ღონისძიების მიიღეს დაპირებული საჩუქრები.

უნივერსიტეტს საჩუქრები გადასცა ქრისტიან ქალთა კავშირმა, რომელმაც თავის მხრივ საჩუქრები მიიღო საქველმოქმედო ორგანიზაციიდან „კეთილი სამარიტელის ქისა“.

აქციის მსვლელობას ესწრებოდა ძველი თბილისის გამგებელი, ბატონი დავით ავალიანი, ასევე საქართველოს მედიის წარმომადგენლები. (სიუჟეტი იხ. ბმულზე)

ფოტოები