06 მარტი
ღია კონკურსი აკადემიურ თანამდებობებზე

სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი  2017 წლის 05  თებერვალს აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ სპეციალობებზე:

  1. ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
  • ა) ისტორია, ეკლესიის ისტორია - ასოცირებული პროფესორის 1 ვაკანტური ადგილი
  • ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამები - ასოცირებული პროფესორის 1 ვაკანტური ადგილი
  1. ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტი

        ტურიზმის მიმართულებით

  • ა)  საეთაშორისო ტურიზმი, საერთაშორისო ბიზნესი - ასოცირებული პროფესორის 1 ვაკანტური ადგილი
  • ბ) ასისტენტის 1 ვაკანტური ადგილი

აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში, არჩეულმა კანდიდატმა სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტთან  ხელი უნდა მოაწეროს აფილირების შეთანხმებას.

კანდიდატებისათვის დადგენილი ძირითადი  და დამატებითი მოთხოვნა და შეფასების კრიტერიუმებია:

ა) ძირითადი კრიტერიუმები:

ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე  აირჩევა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო -პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

ასისტენტის თანამდებობაზე შეძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი.

ბ) დამტებითი კრიტერიუმები:

  • სასწავლო კურსის სილაბუსი;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება (გარდა კანონმდებლობით განსაზღვრულისა);
  • კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა;
  • პროფესიული განვითარება;
  • სტიპენდიები და გრანტები (ბოლო 5 წლის განმავლობაში);
  • ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები/პუბლიკაციები;
  • უცხო ენის (მათ შორის დარგობრივი) ცოდნა;
  • საინფორმაციო - საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ფლობა;
  • სასწავლო კურსის კონცეფციის ზეპირი პრეზენტაცია (საჭიროების შემთხვევაში);
  • გასაუბრება (საჭიროების შემთხვევაში);

კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი აკადემიური თანამდებობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და წარმოადგინოს:

  • ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (ივსება ადგილზე);
  • ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა) ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
  • გ) ფოტოსურათი (დაბეჭდილი 3×4 -ზე , ელექტრონული - CD მატარებელზე);
  • დ) ავტობიოგრაფია (CV);
  • ე) ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების/პუბლიკაციების სია;
  • ვ) კვალიფიკაციის: უმაღლესი განათლების და დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის, სამეცნიერო პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

შენიშვნა: უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში ასევე წარსადგენია ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.

  • ზ) ერთი სასწავლო კურსის სილაბუსი (სასწავლო უნივერსიტეტში არსებული მოთხოვნების შესაბამისად).

შენიშვნა: სილაბუსისადმი არსებული მოთხოვნები განთავსებულია ვებ-გვერდზე www.sabauni.edu.ge

ასოცირებული პროფესორის და ასისტენტის თანამდებობაზე პირები აირჩევიან 4 წლის ვადით.

დასაქმებულის შრომის ანაზღაურების ოდენობა და გაცემის წესი დადგინდება შესარჩევ კანდიდატთან დამატებითი შეთანხმებით.

კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის  მიმართეთ უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებას (ც. ხითარიშვილი), ტელ: 2422242/101 ელექტრონული ფოსტა info@sabauni.edu.ge

საბუთების მიღება განხორციელდება 2018 წლის 05 მარტიდან 06 მარტის ჩათვლით სამუშაო დღეებში 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე), მისამართი: კ.ქუთათელაძის №3, I სართული კანცელარია. დოკუმენტაციის მიღებაზე პასუხისმგებელი პირი ციცინო ხითარიშვილი, ტელ: 2422242/101, ელექტრონული ფოსტა info@sabauni.edu.ge.

საკონკურსო კომისია მუშაობას განახორციელებს 2018 წლის 07 მარტიდან.

კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2018 წლის 14 მარტამდე. კონკურსის შედეგები კანდიდატებს ეცნობებათ პერსონალური ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეტყობინების გაგზავნით.