30 აპრილი
სასწავლო და კვლევითი სტიპენდიები იტალიაში

იტალიის მთავრობა აცხადებს სასწავლო/კვლევით სტიპენდიებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის.  რეგისტრაცია მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმში შემდეგ ბმულზე https://studyinitaly.esteri.it მიმდინარე წლის 30 აპრილის 16:00  საათამდე (საქართველოს დროით). დედლაინის დასრულების შემდეგ გაგზავნილი სააპლიკაციო ფორმა არ განიხილება.

სტიპენდიების ხანგრძლივობაა 3- 9 თვე (დამოკიდებულია პროგრამაზე).

სასწავლო სტიპენდია განისაზღვრება თვეში 900 ევროს ოდენობით.

ინფორმაცია პროგრამებისა და რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:

https://ambtbilisi.esteri.it/ambasciata_tbilisi/it/ambasciata/news/dall_ambasciata/2018/03/borse-di-studio-per-la-georgia_0.html

https://studyinitaly.esteri.it

https://www.esteri.it/MAE/en/servizi/stranieri/opportunita/ (in English).

კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილებაში (მესამე სართული 309 ოთახი, შორენა პარუნაშვილი, ელ-ფოსტა sh.parunashvili@sabauni.edu.ge)