23 მაისი
მეშვიდე საერთაშორისო სიმპოზიუმი - ,,საქართველოს ევროპული არჩევანი”

2018 წლის 23–24 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიების და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ევროპეისტიკის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ევროპის ქვეყნების კვლევის, ანალიზისა და მოდელირების სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია, ევროპული კვლევების ფარგლებში, ატარებს ტრადიციულ მეშვიდე საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმს ,,საქართველოს ევროპული არჩევანი”

სიმპოზიუმი ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მე–100 წლისთავს.

სიმპოზიუმის მიზანია:
ქართულ–ევროპული ურთიერთობების შესწავლა
ქართველ ევროპისმცოდნეთა მუშაობის კოორდინირება და მათი კონტაქტების გაღრმავება უცხოელ, უპირველესად ევროპელ, კოლეგებთან.

სიპოზიუმის მოხსენებათა თემატიკა ფართოა: ისტორია, პოლიტიკა, განათლება, რელიგია, ლიტერატურა, ხელოვნება, გენდერი, მასმედია, სამართალი, ეკონომიკა, და ა.შ.
განსაკუთრებით მივესალმებით ისტორიის, კულტურის, საგარეო პოლიტიკის სფეროში საქართველოსა და ევროპის ქვეყნების ურთიერთობების საკითხებისადმი მიძღვნილ მოხსენებებს.

სიმპოზიუმის ფარგლებში დაგეგმილია კულტურულ-ისტორიული გასვლითი ღონისძიება საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში;
წაკითხული მოხსენებები გამოიცემა კრებულის სახით;
კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური.
სიმპოზიუმის გახსნა: 2018 წლის 23 მაისი, 11:00 სთ.
მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 10:00სთ–ზე.
მისამართი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, მ. კოსტავას ქ. #77, შეხვედრების დარბაზი.

მნიშვნელოვანი ვადები:

2018 წლის 15 მაისი _ სიმპოზიუმში მონაწილეობისათვის რეგისტრაციის ბოლო ვადა;

2018 წლის 20 მაისი _ სტატიების ჩაბარების ბოლო ვადა.

სტატიების მიღება შესაძლებელია ელექტრონულად მისამართზე nugzarbardavrli@yahoo.com

აუცილებელი მოთხოვნები:

მოხსენების რეგლამენტი - 12 -15 წთ.

მოხსენების მოცულობა - 6 -7 გვერდი
გვერდის ფორმატი - А4
გვერდის ველი : – 2 სმ
შრიფტი: ქართული – sylfean
ზომა _ 12
ინგლისური/იტალიური – Times New Roman,
ზომა _ 12
ინტერვალი – 1 (Single)
აბზაცი – 1 სმ

ტექსტის სტრუქტურა: ავტორის გვარი, სახელი პირველ ხაზზე (Bold); ერთი ინტერვალის გამოტოვებით სათაური (Bold) ზომა 14

მოხსენება ქართულ ენაზე, რეზიუმე ინგლისურ ენაზე
მნიშვნელოვანი ვადები:
სიმპოზიუმის მონაწილეებს შეარჩევს სპეციალური კომისია წარმოდგენილი მოხსენებების საფუძველზე.
საკონტაქტო ინფორმაცია: 599 90 63 36. ნუგზარი
მისამართი: 0175, საქართველო, მ. კოსტავას ქ. 77. სტუ, სტუ–ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიების და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მე-6 კორპუსი, ოთახი 805ა.
შენიშვნები
• ნაშრომი არ უნდა იყოს გამოქვეყნებული და არ უნდა იყოს წაკითხული სხვა კონფერენციაზე.
• თეზისებში ნათლად უნდა იყოს გამოკვეთილი კვლევის შედეგები