22 ივნისი
Erasmus+ პერსონალის მობილობა კრაკოვის იოანე პავლე მეორის პონტიფიკალურ უნივერსიტეტში

დაიწო რეგისტრაცია კრაკოვის იოანე პავლე მეორის პონტიფიკალურ უნივერსიტეტში (http://www.upjp2.edu.pl/) საბაუნის აკადემიური (თეოლოგიის ფაკულტეტი) და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობისათვის 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრზე. მობილობის პერიოდია 5 (ხუთი) დღე, მგზავრობის დღეების გამოკლებით. პროგრამა ფარავს მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებს.

აკადემიური პერსონალის შემთხვევაში, გრანტის მფლობელმა უნდა ჩაატაროს მინიმუმ 8 საათიანი სალექციო კურსი მიმღებ უნივერსიტეტში.

რეგისტრაცია გაგრძელდება 22 ივნისის ჩათვლით. 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნონ შესაბამისი სარეგისტრაციო ფორმა (გაყვითლებული ადგილები მხოლოდ) და CV შემდეგ მისამართზე: sh.parunashvili@sabauni.edu.ge

რეგისტრაციის ფორმა აკადემიური პერსონალისათვის

რეგისტრაციის ფორმა ადმინისტრაციული პერსონალისათვის

ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა (B2 დონეზე)

კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილებას მე-4 სართული, 407-ე ოთახი, შორენა პარუნაშვილი tel.: +322 242 22 42/115 sh.parunashvili@sabauni.edu.ge