10 ნოემბერი
გაცვლითი პროგრამა პოლონეთში

ცხადდება ღია კონკურსი ლუბლინის უნივერსიტეტში (პოლონეთი)  ერთი სემესტრით სასწავლებლად წასვლის მსურველთათვის (2018-2019 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრში). კონკურსი განკუთვნილია სამართლის სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის, რომლებსაც გააჩნიათ საბაუნის აქტიური სტუდენტის სტატუსი. უნივერსიტეტებს შორის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, სწავლისას მოპოვებული კრედიტები აღიარდება საბაუნიში სრულად.

სწავლა, წინასწარ შერჩეულ სასწავლო კურსებზე საშუალოდ 30 კრედიტის ფარგლებში, წარიმართება ინგლისურ ენაზე. სტუდენტებს მოეთხოვებათ ინგლისური ენის მინიმუმ B1 დონის ფლობა.

პროგრამის ფინანსური მხარე

სტუდენტმა უნდა დაფაროს შემდეგი ხარჯები:

ა) სწავლის საფასური - არაუმეტეს საბაუნიში სწავლის სემესტრული გადასახადისა (შესაბამის სემესტრზე, სტუდენტი სწავლის საფასურს საბაუნიში არ იხდის);

ბ) ცხოვრების და მგზავრობის ხარჯები:  საერთო საცხოვრებელი - 80-100 ევრო (თვეში), კვება: - 150 Euro (თვეში). ავია ბილეთები (დაახლოებით 250 - 300 ევრო), + დაზღვევა. 

შენიშვნა:  ცალკეულ შემთხვევებში, განცხადებების ინდივიდუალური განხილვის შედეგად, შესაძლებელია პარტნიორი უნივერსიტეტის მიერ დისკრეციულად კონკრეტული ხარჯების გაუქმება სრულად და/ან შემცირება აკადემიური მოსწრების, სოციალური მდგომარეობის თუ სხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით.

რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია:

  • სამოტივაციო წერილი
  • ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი
  • სტუდენტის აკადემიური მოსწრების ბარათი
  • პასპორტის ასლი (ან სკანერი)
  • ფაკულტეტის დეკანის რეკომენდაცია

რეგისტრაცია მიმდინარეობს 10 ნოემბრის ჩათვლით. მსურველებმა დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელ.ფოსტაზე:  sh.parunashvili@sabauni.edu.ge

კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ფაკულტეტის დეკანატს (სალომე ქარცივაძე, s.qartsivadze@sabauni.edu.ge) ან საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილებას (მე-4 სართული, 407 ოთახი, შორენა პარუნაშვილი, ელ.ფოსტა: sh.parunashvili@sabauni.edu.ge)

მიმღები უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული კურსები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  http://www.kul.pl/courses-18-19,art_17611.html

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა უმეტესი სასწავლო კურსი უნდა აირჩიონ ევროპათმცოდნეობის (European Studies) საბაკალავრო პროგრამიდან, ხოლო სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა ევროკავშირის სამართლის (EU Law) საგანმანათლებლო პროგრამიდან. სტუდენტებს ასევე საშუალება აქვთ აირჩიონ სასწავლო კურსები სამართლისა და ადმინისტრირების პროგრამიდან (Law and Administration)