23 ოქტომბერი
Erasmus+ საბაუნის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის პოლონეთში

ცხადდება საბუთების მიღება 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ლუბლინის იოანე პავლე მეორის სახელობის კათოლიკურ უნივერსიტეტში (www.kul.pl) საბაუნის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობაზე (Teaching Mobility).

ზოგადი ინფორმაცია:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საბაუნის სამართლის, ბიზნესისა და ტურიზმის,  და ჰუმანიტარული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს. მობილობა განხორციელდება 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში. მობილობის ხანგრძლივობაა 5 დღე (მგზავრობის დღეების გარდა). მობილობის ფარგლებში გრანტის მფლობელმა მიმღებ უნივერსიტეტში უნდა ჩაატაროს 8 საათი სალექციო კურსი. გრანტი სრულად ფარავს მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებს (275 ევრო მგზავრობის, 980 ევრო ცხოვრების).

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • CV
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (აკადემიურის პერსონალის მობილობით დაინტერესებულებმა, სააპლიკაციო ფორმაში უნდა ჩაწეროთ მოკლე მონახაზი მობილბის ფარგლებში შეთავაზებული სალექციო კურსისა)

შენიშვნა: ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა B2 დონეზე.

საბუთების მიღება წარმოებს 2018 წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით. ჩამოთვლილი დოკუმენტაცია მიიღება ელექტრონული სახით შემდეგ ელ.ფოსტაზე sh.parunashvili@sabauni.edu.ge

სააპლიკაციო ფორმა აკადემიური პერსონალისათვის

სააპლიკაციო ფორმა ადმინისტრაციული პერსონალისათვის

საბუთების გადმოგზავნისას, გთხოვთ მეილის დასახელებაში მითუთითოთ აკადემიური პერსონალის მობილობა ან ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა

ვადები:

1-23 ოქტომბერი - საბუთების მიღება

23-31 ოქტომბერი - საბუთების განხილვა კომისიის მიერ, შედეგების გაცნობა მიმღებ უნივერსიტეტში და შედეგების გაცნობა აპლიკანტებისათვის.

კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილებას მე-4 სართული, 407-ე ოთახი, შორენა პარუნაშვილი tel.: +322 242 22 42/115 sh.parunashvili@sabauni.edu.ge