19 ოქტომბერი
ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა ლუბლინის მეწარმეობისა და ადმინისტრირების უნივერსიტეტში

ცხადდება საბუთების მიღება Erasmus+ ადმინისტრაციული პერსონალის მობილობისათვის  ლუბლინის მეწარმეობისა და ადმინისტრირების უნივერსიტეტში.

Erasmus+  პროგრამის ფარგლებში მიმღები უნივერსიტეტი მიმდინარე წლის 26-30 ნოემბერს მართავს საერთაშორისო კვირეულს ადმინისტრაციული პერსონალისათვის, სადაც განხილული იქნება სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან ისეთი საკითხები, როგორიცაა: საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივები, უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიები, Erasmus+ KA103 და Erasmus+ 107 პროგრამები.  სასურველია აპლიკანტს ჰქონდეს გარკვეული გამოცდილება საერთაშორისო პროექტების/ურთიერთობების მიმართულებით.

რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია:

  • სააპლიკაციო ფორმა ((შეავსეთ მხოლოდ გაყვითლებული ადგილები)
  • სამოტივაციო წერილი
  • CV

დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია უნდა გადმოაგზავნონ მისამართზე: sh.parunashvili@sabauni.edu.ge 19 ოქტომბრის ჩათვლით.

მეილის დასახელებაში მიუთითოთ “Mobility at WSPA”.

სააპლიკაციო ფორმა ჩამოტვირთეთ ბმულიდან

კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილებას მე-4 სართული, 407-ე ოთახი, შორენა პარუნაშვილი tel.: +322 242 22 42/115 sh.parunashvili@sabauni.edu.ge