14 დეკემბერი
ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი  2018 წლის 29 ოქტომბერს აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ სპეციალობებზე:

1.1 სამართლის ფაკულტეტი:

ა) კერძო სამართალი - ასოცირებული პროფესორის 1 ვაკანტური ადგილი

ბ) საკონსტიტუციო სამართალი - ასოცირებული პროფესორის 1 ვაკანტური ადგილი

გ) კერძო სამართალი - ასისტენტ-პროფესორის 1 ვაკანტური ადგილი

დ) კერძო სამართალი - ასისტენტის 3 ვაკანტური ადგილი

ე) სისხლის სამართალი - ასისტენტის 1 ვაკანტური ადგილი

ვ) ადმინისტრაციული სამართალი - ასისტენტის 2 ვაკანტური ადგილი

ზ) საკონსტიტუციო სამართალი - ასისტენტის 2 ვაკანტური ადგილი

 

1.2 ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტი:

ა)  რეგიონალიზაციისა და გლობალიზაციის მიმართულება (ქართული და ინგლისურენოვანი პროგრამებისთვის) - პროფესორის 1 ვაკანტური ადგილი

ბ) ტურიზმის, დაზღვევისა და მენეჯმენტის მიმართულება (ქართული და ინგლისურენოვანი პროგრამებისთვის) - პროფესორის 1 ვაკანტური ადგილი

დ) მარკეტინგის მიმართულება (ქართული და ინგლისურენოვანი პროგრამებისთვის) - ასოცირებული პროფესორის 1 ვაკანტური ადგილი

ე) ბიზნესის მიმართულება (ქართული და ინგლისურენოვანი პროგრამებისთვის) - ასისტენტის 1 ვაკანტური ადგილი

აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში, არჩეულმა კანდიდატმა სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტთან  ხელი უნდა მოაწეროს აფილირების შეთანხმებას.

 

კანდიდატებისათვის დადგენილი ძირითადი  და დამატებითი მოთხოვნა და შეფასების კრიტერიუმებია:

 

ა) ძირითადი კრიტერიუმები:

პროფესორის აკადემიურ თანამდებიობაზე აიჩევა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;

ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე  აირჩევა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო -პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

ასისტენტ-პროფესორის  აკადემიურ თანამდებობაზე აირჩევა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;

 

ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე შეძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი.

ბ) დამტებითი კრიტერიუმები:

  • სასწავლო კურსის სილაბუსი;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება (გარდა კანონმდებლობით განსაზღვრულისა);
  • კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა;
  • პროფესიული განვითარება;
  • სტიპენდიები და გრანტები (ბოლო 5 წლის განმავლობაში);
  • ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები/პუბლიკაციები;
  • უცხო ენის (მათ შორის დარგობრივი) ცოდნა;
  • საინფორმაციო - საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ფლობა;
  • სასწავლო კურსის კონცეფციის ზეპირი პრეზენტაცია (საჭიროების შემთხვევაში);
  • გასაუბრება (საჭიროების შემთხვევაში);

კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი აკადემიური თანამდებობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (ივსება ადგილზე);

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა) ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);

გ) ფოტოსურათი (დაბეჭდილი 3×4 -ზე , ელექტრონული - CD მატარებელზე);

დ) ავტობიოგრაფია CV (ტრენინგები, კონფერენციები.  მიუთითეთ ჩატარების ადგილი, სახელწოდება, მოხსენების სათაური (არსებობის შემთხვევაში), რიცხვი, თვე და წელი)

ე) ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების/პუბლიკაციების სია (მიუთითეთ გამომცემლობა, გამოცემის დასახელება და თარიღი);

ვ) კვალიფიკაციის: უმაღლესი განათლების და დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის, სამეცნიერო პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

შენიშვნა: უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში ასევე წარსადგენია ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.

ზ) ერთი სასწავლო კურსის სილაბუსი (სასწავლო უნივერსიტეტში არსებული მოთხოვნების შესაბამისად).

შენიშვნა: სილაბუსისადმი არსებული მოთხოვნები განთავსებულია ვებ-გვერდზე www.sabauni.edu.ge

პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის თანამდებობაზე პირები აირჩევიან 4 წლის ვადით.

დასაქმებულის შრომის ანაზღაურების ოდენობა და გაცემის წესი დადგინდება შესარჩევ კანდიდატთან დამატებითი შეთანხმებით.

კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის  მიმართეთ უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებას (ც. ხითარიშვილი), ტელ: 2422242/101 ელექტრონული ფოსტა info@sabauni.edu.ge

საბუთების მიღება განხორციელდება 2018 წლის 03 დეკემბრიდან 05 დეკემბრის ჩათვლით სამუშაო დღეებში  10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე.

მისამართი: კ.  ქუთათელაძის №3, I სართული კანცელარია. დოკუმენტაციის მიღებაზე პასუხისმგებელი პირი ციცინო ხითარიშვილი, ტელ: 2422242/101, ელექტრონული ფოსტა info@sabauni.edu.ge.

საკონკურსო კომისია მუშაობას განახორციელებს 2018 წლის 07 დეკემბრიდან.

კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2018 წლის 14 დეკემბრამდე. კონკურსის შედეგები კანდიდატებს ეცნობებათ პერსონალური ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეტყობინების გაგზავნით.