30 იანვარი
კონკურსი Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობისათვის ლოძის უნივერსიტეტში

ცხადდება განაცხადების მიღება 2018-2019 წლის საგაზაფხულო სემესტრში ერასმუს+ აკადემიური პერსონალის მობილობისათვის ლოძის სოციალურ მეცნიერებათა უნივერსიტეტში http://en.san.edu.pl/  (ქ. ლოძი, პოლონეთი) ბიზნესის ფაკულტეტზე. Erasmus+ მიხედვით, აკადემიურმა პერსონალმა ერთი კვირის განმავლობაში უნდა გამართოს 8 საათი სალექციო კურსი მასპინძელი უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის. მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებს ფარავს Erasmus+ პროგრამა (275 ევრო მგზავრობის, 140X7 ევრო ცხოვრების ხარჯებისათვის).

მობილობა განკუთვნილია საბაუნის აფილირებული აკადემიური პერსონალისათვის. 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნონ  CV ინგლისურ ენაზე და პოლონურ უნივერსიტეტში ჩასატარებელი ლექციების მოკლე აღწერა ელ ფოსტაზე ir@sabauni.edu.ge. მონაცემები გადაეგზავნება მიმღებ უნივერსიტეტს და გადაწყვეტილების მიღებისთანავე დავუკავშირდებით შერჩეულ აპლიკანტს.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 30 იანვარი.