24 მარტი
საერთაშორისო კონფერენცია - თანამედროვე ამერიკული პროზა

2019 წლის 24 მარტს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი უმასპინძლებს საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ეძღვნება თანამედროვე ამერიკულ ლიტერატურას.

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი უკვე მეორედ მასპინძლობს ამ ფორმატის  კონფერენციას, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტებსა და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს გააცნოს  თანამედროვე ამერიკული სალიტერატურო პროცესი. კონფერენცია თავს მოუყრის - ამ თემატიკით დაინტერესებულ, ახალგაზრდებს. კონფერენციაში უკვე მეორედ მიიღებენ მონაწილეობას აზერბაიჯანელი სტუდენტებიც.

მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა, საინტერესო ფორმატში წარმართონ დისკუსია თანამედროვე ამერიკული ბესტსელერების შესახებ. გამორჩეული მომხსენებლები მიიღებენ მოწვევას ბაქოში, უცხო ენათა ინსტიტუტში წარმოადგინონ პრეზენტაცია, რომელიც შეეხება თანამედროვე ქართულ სალიტერატურო პროცესს.

სამუშაო ენაა ინგლისური.

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, მსურველებმა უნდა წარმოადგინონ რეზიუმე და ხელმძღვანელის რეკომენდაცია ინგლისურ ენაზე,  არა უგვიანეს 29 თებერვლისა.

პრეზენტაციის ხანგრძლივობა 7-10 წუთი.

დისკუსია 10 წუთი.

 
მისამართი: სულხან-საბას ორბელიანის უნივერსიტეტი
საკონტაქტო პირი:

შორენა გოგიაშვილი sh.gogiashvili@sabauni.edu.ge

ტელ.: 592 93 99 99

 თამთა ყალიჩავა tamtakalichava@gmail.com

ტელ.: 596954822