04 მარტი
მიღება უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების საკონსულტაციო საბჭოს ქვეჯგუფში მონაწილეობის მისაღებედ

2019 წლის 27 თებერვალს ცხადდება მიღება სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების საკონსულტაციო საბჭოს ქვეჯგუფში მონაწილეობის მისაღებედ შემდეგი პირებისთვის:

  • ა) უნივერსიტეტის აფილირებული პერსონალი
    ბ) უნივერსიტეტის სტუდენტები.

სტრატეგიული განვითარების საკონსულტაციო საბჭოს ქვეჯგუფში მონაწილეობის მისაღებად მსურველ პირთა შერჩევის ძირითადი მოთხოვნები და კრიტერიუმები: 

  • ა) უნივერსიტეტის თითოეული ფაკულტეტიდან შეირჩევა ერთი აფილირებული პერსონალი და ერთი სტუდენტი
    ბ) კანდიდატების შერჩევისას ყურადღება მიექცევა მათ მოტივაციას.

სტრატეგიული განვითარების საკონსულტაციო საბჭოს ქვეჯგუფში მონაწილეობის მისაღებად მსურველმა პირებმა სამოტივაციო წერილი 2019 წლის 27 თებერვლიდან 04 მარტის ჩათვლით, (ორშაბათი-პარასკევი 10:00-17:00სთ), უნდა შემოიტანოს უნივერსიტეტის კანცელარიაში ან გამოგზავნონ მეილზე info@sabauni.edu.ge .

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ: ბრძანება №29-19 სტრატეგიული განვითარების საკონსულტაციო საბჭოს ქვეჯგუფში მონაწილეობის მიღება