01 მარტი
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი 2019 წლის 01 მარტს აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ სპეციალობებზე:

  1. სამართლის ფაკულტეტი

ა) კერძო სამართალის მიმართულება -ასოცირებული პროფესორის 2 ვაკანტური ადგილი

ბ) კერძო სამართლის მიმართულება (ქართული და ინგლისურენოვანი პროგრამა) - ასისტენტ-პროფესორის 1 ვაკანტური ადგილი

გ) კერძო სამართლის მიმართულება (ინგლისურენოვანი პროგრამა)  - ასისტენტის 1 ვაკანტური ადგილი

დ) კერძო სამართლის მიმართულება (ქართული და ინგლისურენოვანი პროგრამა) - ასისტენტის 1 ვაკანტური ადგილი

ე) სისხლის სამართლის მიმართულება - ასისტენტის 1 ვაკანტური ადგილი

  1. ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ა) შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის მიმართულება - ასოცირებული პროფესორის 1 ვაკანტური ადგილი

ბ) შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის მიმართულება - ასისტენტ-პროფესორის 1 ვაკანტური ადგილი

გ) შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის მიმართულება - ასისტენტის 2 ვაკანტური ადგილი

დ) სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულება - ასოცირებული პროფესორის 1 ვაკანტური ადგილი

ე) სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულება - ასისტენტ-პროფესორის 1 ვაკანტური ადგილი

დ) სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულება - ასისტენტის 5 ვაკანტური ადგილი

ე) პოზიტიური ფსიქოლოგიის მიმართულება - ასისტენტის 2 ვაკანტური ადგილი

ვ) კლინიკური ნეიროფსიქოლოგიის მიმართულება - ასისტენტ-პროფესორის 1 ვაკანტური ადგილი

ზ) ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის მიმართულება - ასისტენტის 1 ვაკანტური ადგილი

თ) განათლების ფსიქოლოგიის მიმართულება - ასისტენტ-პროფესორის 1 ვაკანტური ადგილი

ი) განვითარების ფსიქოლოგიის მიმართულება - აისტენტის 1 ვაკანტური ადგილი

კ) კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულება - ასისტენტ-პროფესორის 1 ვაკანტური ადგილი

ლ) კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულება - ასისტენტის 1 ვაკანტური ადგილი

მ) ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიის მიმართულება - ასისტენტის 1 ვაკანტური ადგილი

ნ) განათლების მენეჯმენტის მიმართულება - ასისტენტის 1 ვაკანტური ადგილი

ო) რელიგიის ისტორიის მიმართულება - ასოცირებული პროფესორის 1 ვაკანტური ადგილი

პ) ეკლესიის ისტორიის მიმართულება - ასოცირებული პროფესორის 1 ვაკანტური ადგილი

ჟ) ეკლესიის ისტორიის მიმართულება - ასისტენტის 2 ვაკანტური ადგილი

რ) ახალი აღთქმისა და ჰომილეტიკის მიმართულება - ასოცირებული პროფესორის 1 ვაკანტური ადგილი

ს) პოლიტიკის მეცნიერებებისა და პოლიტიკური გეოგრაფიის მიმართულება - ასისტენტის 1 ვაკანტური ადგილი

ტ) სოციალური მეცნიერებების მიმართულება - ასისტენტის 1 ვაკანტური ადგილი

უ) საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება - ასისტენტის 1 ვაკანტური ადგილი

                - ძირითადი კრიტერიუმები:

ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე  აირჩევა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო -პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

ასისტენტ-პროფესორის  აკადემიურ თანამდებობაზე აირჩევა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;

ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე შეძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი.

               - დამტებითი კრიტერიუმები:

- სასწავლო კურსის სილაბუსი;

- სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება (გარდა კანონმდებლობით განსაზღვრულისა);

- კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა;

- პროფესიული განვითარება;

- სტიპენდიები და გრანტები (ბოლო 5 წლის განმავლობაში);

- ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები/პუბლიკაციები;

- უცხო ენის (მათ შორის დარგობრივი) ცოდნა;

- საინფორმაციო - საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ფლობა;

- სასწავლო კურსის კონცეფციის ზეპირი პრეზენტაცია (საჭიროების შემთხვევაში);

- გასაუბრება (საჭიროების შემთხვევაში);

კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი აკადემიური თანამდებობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (ივსება ადგილზე);

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა) ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);

გ) ფოტოსურათი (დაბეჭდილი 3×4 -ზე , ელექტრონული - CD მატარებელზე);

დ) ავტობიოგრაფია (CV);

ე) ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების/პუბლიკაციების სია;

ვ) კვალიფიკაციის: უმაღლესი განათლების და დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის, სამეცნიერო პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

შენიშვნა: უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში ასევე წარსადგენია ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.

ზ) ერთი სასწავლო კურსის სილაბუსი (სასწავლო უნივერსიტეტში არსებული მოთხოვნების შესაბამისად).

შენიშვნა: სილაბუსისადმი არსებული მოთხოვნები განთავსებულია ვებ-გვერდზე www.sabauni.edu.ge

ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის თანამდებობაზე პირები აირჩევიან 4 წლის ვადით.

განსაზღვრულ ვაკანსიებზე წარმოსადგენია შესაბამისი დარგის სასწავლო კურსის სილაბუსი.

დასაქმებულის შრომის ანაზღაურების ოდენობა და გაცემის წესი დადგინდება შესარჩევ კანდიდატთან დამატებითი შეთანხმებით.

კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის  მიმართეთ უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებას (ც. ხითარიშვილი), ტელ: 2422242/101 ელექტრონული ფოსტა info@sabauni.edu.ge

საბუთების მიღება განხორციელდება  2019 წლის 01 აპრილიდან 08 აპრილის ჩათვლით სამუშაო დღეებში 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, მისამართი: კ.ქუთათელაძის №3, I სართული კანცელარია. დოკუმენტაციის მიღებაზე პასუხისმგებელ პირი  ციცინო ხითარიშვილი, ტელ: 2422242/101, ელექტრონული ფოსტა info@sabauni.edu.ge.

- საკონკურსო კომისია მუშაობას  განახორციელებს  2019 წლის 11 აპრილიდან.

- კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2018 წლის 16  აპრილამდე.

კონკურსის შედეგები კანდიდატებს ეცნობებათ პერსონალური ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეტყობინების გაგზავნით. 

მეტი ინფორმაცია:  ბრძანება № 37-19 აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ