16 მაისი
„რელიგიური ტოლერანტობა დასავლეთ ევროპაში, რელიგიური ტოლერანტობის პოლონური მოდელი“

2019 წლის 16 მაისს, 15:00 საათზე სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი უმასპინძლებს ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის პროფესორ, იაროსლავ მაჩიევსკის საჯარო ლექციას „ რელიგიური ტოლერანტობა დასავლეთ ევროპაში და რელიგიური ტოლერანტობის პოლონური მოდელი“.  

საჯარო ლექცია ჩატარდება 404 აუდიტორიაში

საჯარო ლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე (ქართული თარგმანის თანხლებით)

პოლონელი სტუმარი საბაუნიში საგრანტო პროექტის,  Erasmus+KA107 საერთაშორისო კრედიტ მობილობის ფარგლებში იმყოფება.

 

დასწრება თავისუფალია