15 მაისი
ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი  2019 წლის 15 მაისს აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ სპეციალობებზე:

1,  სამართლის ფაკულტეტი

ა) კერძო სამართალის მიმართულება (სასურველია დაზღვევის, ჯანმრთელობის ან სოციალური დაცვის სამართლის მიმართულებით) - ასოცირებული პროფესორის 1 ვაკანტური ადგილი

ბ) კერძო სამართლის მიმართულება, აფილირების პირობით (უპირატესობა მიენიჭება კვალიფიკაციას: საერთაშორისო საკორპორაციო, საინვესტიციო და ტექნოლოგიების სამართლის მიმართლებით  (ინგლისურენოვანი კურსებისათვის)) - ასისტენტის 1 ვაკანტური ადგილი,

გ) საჯარო სამართლის მიმართულება, აფილირების პირობით (უპირატესობა მიენიჭება კვალიფიკაციას: სახელმწიფო უსაფრთხოების სამართლისა და სამართლის მეთოდების მიმართულებით) - ასისტენტის 1 ვაკანტური ადგილი.

  1. ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, აფილირების პირობით (ქართული და ინგლისურენობანი კურსებისათვის) - ასისტენტ-პროფესორის 1 ვაკანტური ადგილი

ა) ძირითადი კრიტერიუმები:

ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო -პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეული იქნეს  დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;

ასისტენტის თანამდებობაზე შეძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი.

ბ) დამტებითი კრიტერიუმები:

  • სასწავლო კურსის სილაბუსი;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება (გარდა კანონმდებლობით განსაზღვრულისა);
  • კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა;
  • პროფესიული განვითარება;
  • სტიპენდიები და გრანტები (ბოლო 5 წლის განმავლობაში);
  • ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები/პუბლიკაციები;
  • უცხო ენის (მათ შორის დარგობრივი) ცოდნა;
  • საინფორმაციო - საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ფლობა;
  • სასწავლო კურსის კონცეფციის ზეპირი პრეზენტაცია (საჭიროების შემთხვევაში);
  • გასაუბრება (საჭიროების შემთხვევაში);

 

კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი აკადემიური თანამდებობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (ივსება ადგილზე);

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა) ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);

გ) ფოტოსურათი (დაბეჭდილი 3×4 -ზე, ელექტრონული - CD მატარებელზე);

დ) ავტობიოგრაფია (CV);

ე) ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების/პუბლიკაციების სია;

ვ) კვალიფიკაციის: უმაღლესი განათლების და დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის, სამეცნიერო პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

შენიშვნა: უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში ასევე წარსადგენია ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.

ზ) ერთი სასწავლო კურსის სილაბუსი

ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის თანამდებობაზე პირები აირჩევიან 4 წლის ვადით.

განსაზღვრულ ვაკანსიებზე წარმოსადგენია შესაბამისი დარგის სასწავლო კურსის სილაბუსი.

დასაქმებულის შრომის ანაზღაურების ოდენობა და გაცემის წესი დადგინდება შესარჩევ კანდიდატთან დამატებითი შეთანხმებით.

კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის  მიმართეთ უნივერსიტეტის კანცელარიას (ც. ხითარიშვილი), ტელ: 2422242/101 ელექტრონული ფოსტა info@sabauni.edu.ge

საბუთების მიღება განხორციელდება  2019 წლის 17 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით სამუშაო დღეებში 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, მისამართი: კ.ქუთათელაძის №3, I სართული კანცელარია. დოკუმენტაციის მიღებაზე პასუხისმგებელ პირი  ციცინო ხითარიშვილი, ტელ: 2422242/101, ელექტრონული ფოსტა info@sabauni.edu.ge.

 საკონკურსო კომისია მუშაობას  განახორციელებს  2019 წლის 24 ივნისიდან.

კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2019 წლის  27 ივნისამდე.

კონკურსის შედეგები კანდიდატებს ეცნობებათ პერსონალური ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეტყობინების გაგზავნით.

ბრძანება