20 ოქტომბერი
Erasmus+ საფრანგეთში თეოლოგიის სტუდენტებისათვის

ცხადდება საბუთების მიღება Erasmus+ სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად ლიონის კათოლიკურ უნივერსიტეტში (საფრანგეთი). ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდია ფარავს სტუდენტის ცხოვრების და მგზავრობის ხარჯებს

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თეოლოგიის საბაკალავრო (პირველი და ბოლო კურსების გარდა)  და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს (პირველ კურსელებს).

აუცილებელი მოთხოვნები:

  • სტუდენტი უნდა იყოს საბაუნის თეოლოგიის საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი;
  • ჰქონდეს კარგი აკადემიური მოსწრება;
  • ფლობდეს ფრანგულ ენას;

რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია:

  • სტუდენტის CV
  • აკადემიური მოსწრების ბარათი
  • სამოტივაციო წერილი (საშუალოდ 500 სიტყვა)
  • ფრანგული ენის (B2 დონე) დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტესტირება-გასაუბრება ადგილზე).
  • უცხოეთის პასპორტის ქსერო ასლი
  • ფაკულტეტის დეკანის რეკომენდაცია (ქართულ ენაზე)

შერჩევის კრიტერიუმებია:

  • ინგლისური ენის ცოდნა - 40 /100
  • აკადემიური მოსწრება - 30/100
  • მოტივაცია - 30/100

მოტივაცია შეფასდება გასაუბრების დროს

ვადები:

  • 20 ოქტომბერი- საბუთების მიღების ბოლო დღე 
  • 22 ოქტომბერი- ტესტირება
  • 23-24 ოქტომბერი- სტუდენტების შერჩევა და შედეგების გამოქვეყნება

შენიშვნა1: თანაბარი პირობების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება სტუდენტს სოციალურად შეჭირვებული ოჯახიდან.

რეგისტრაციისათვის საჭირო საბუთები უნდა გადმოიგზავნოს ელ.ფოსტაზე: sh.parunashvili@sabauni.edu.ge. რეგისტრაციის დროს გთხოვთ მიუთითოთ რომელ უნივერსიტეტში გსურთ ერასმუს+ სწავლა. კითხვების არსებობის შემთხვევაში მოგვწერეთ მითითებულ ელ.ფოსტაზე ან მოგვაკითხეთ საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილებაში, 407-ე ოთახში.

სასწავლო კურსებს გაეცანით შემდეგ ბმულზე

საბაკალავრო პროგრამა ფრანგულ ენაზე

სამაგისტრო პროგრამა  (პატრისტიკა) ფრანგულ ენაზე

სამაგისტრო (სადოქტორო) პროგრამა ფრანგულ ენაზე

 

შენიშვნა: აღნიშნულ ბმულზე მოცემული კურსები არის გასული წლის, განახლებული ვარიანტი გამოქვეყნდება ცოტა მოგვიანებით. (დიდი ცვლილება არ იქნება)