20 სექტემბერი
Erasmus+ აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის ესპანეთში

ცხადდება დამატებითი რეგისტრაცია Erasmus+ ის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობაზე ვალიადოლიდის უნივერსიტეტში (ესპანეთი)  2019-2020 აკადემიური წლისათვის. მობილობა საბაუნის აკადემიური პერსონალისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებისათვის (ბიბლიოთეკა, საერთაშორისო ურთიერთობები და ადამიანური რესურსების მართვა).

პირობები:

  • მობილობისათვის განკუთვნილია 5 სამუშაო დღე (2 მგზავრობის დღე დამატებული)
  • პერსონალის მიერ შეთავაზებული კურსი უნდა შეესაბამებოდეს ვალიადოლიდის უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო კურსის კურიკულუმს (მობილობის დაწყებამდე მიიღწევა შეთანხმება ორ უნივერსიტეტს შორის) (მხოლოდ აკადემიური პერსონალისათვის)
  • სავალდებულოა მინიმუმ 4 საათი ლექციის ჩატარება (მხოლოდ აკადემიური პერსონალისათვის)
  • მობილობა უნდა განხორციელდეს ვალიადოლიდის უნივერსიტეტის აკადემიური კალენდრის ფარგლებში
  • იმისათვის, რომ პერსონალმა მიიღოს ფინანსური მხარდაჭერა, მობილობა უნდა განხორციელდეს 2020 წლის 30 ივნისამდე
  • სპეციალური საჭიროების მქონე პერსონალისათვის გათვალისწინებული იქნება დამატებითი ხარჯები

რეგისტრაცია:

ვალიადოლიდის უნივერსიტეტის ფაკულტეტების ჩამონათვალი

კონკურსში მონაწილეობის მსურველებისათვის რეგისტრაცია მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმში საგანგებოდ შექმნილ პლატფორმის საშუალებით 

რეგისტრაციის დაწყებამდე, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ აპლიკანტის სახელმძღვანელოს ბმულზე: (ინგლისური ვერსია 21 გვერდიდან) და ინსტრუქციას.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2019 წლის 20 სექტემბერი (12:00 ესპანეთის დროით)

განაცხადის წარდგენისა და მობილობის განხორციელების პერიოდში აპლიკანტი ჩართული უნდა იყოს  საბაუნის სასწავლო პროცესში

რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია 

  • სურათი
  • უცხოეთის პასპორტი
  • Cv შევსებული EUROPASS ის მოდელის მიხედვით (http://europass.cedefop.europa.eu/es/documents/curriculum-vitae)
  • რეკომენდაცია
  • ცნობა უნივერსიტეტიდან
  • ინგლისური ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი (საერთაშორისო სერტიფიკატის არარსებობის შემთხვევაში, ცნობას გასცემს უნივერსიტეტი შესაბამისი ტესტირების/გასაუბრების გავლის შემდეგ)
  • ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (ხელმისაწვდომია პლატფორმაზე)
  • მოწვევის წერილი (მოწვევის წერილის მისაღებად უნდა დაუკავშირდეთ კონკრეტული მიმართულების ხელმძღვანელს ვალიადოლიდის უნივერსიტეტში)
  • სამოტივაციო წერილი
  • შშმ პირების შემთხვევაში, დამადასტურებელი დოკუმენტი
  • Declaration of compliance with tax and national insurance obligations in the matter of grants. This declaration must be signed by the applicant

ყველა დოკუმენტი ივსება ინგლისურ ან ესპანურ ენაზე, ამობეჭდილი, ხელმოწერილი (საჭიროების შემთხვევაში) და დასკანერებული.

ყველა ეს დოკუმენტი უნდა აიტვირთოს პლატფორმაზე https://www5.uva.es/uvamobplus/

შერჩევის პროცედურა იყოფა ორ ნაწილად:

რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ (20 სექტემბერი)

  • პირველ ეტაპზე საბაუნი გადახედავს აკადემიური პერსონალის მიერ შევსებულ აპლიკაციებს, და დაადასტურებს აპლიკაციების სისწორეს და რელევანტურობას (უპირატესობა მიენიჭება უნივერსიტეტის აფილირებულ პერსონალს).
  • მეორე ეტაპზე, საბაუნი (კომისია) და მიმღები უნივერსიტეტი შეარჩევენ აპლიკანტებს შემდეგი კრიტერიუმებით:
    • პედაგოგიური გამოცდილება 60% (0-100)
    • მოტივაცია 20% (0-100)
    • პედაგოგის მიერ მიმღებ უნივერსიტეტისათვის შეთავაზებული სასწავლო კურსის რელევანტურობა მის სასწავლო კურსთან 20% (0-100)
  • საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მიმღები, ვალიადოლიდის უნივერსიტეტი

ინგლისური ენა არ განიხილება შერჩევის კრიტერიუმად, ენის ცოდნა სავალდებულოა !!!

შედეგების გასაცნობად ყველა მონაწილეს დავუკავშირდებით ელექტრონული ფოსტის საშუალებით

დაფინანსება:

  • პროგრამა სრულად ფარავს მგზავრობის ხარჯებს
  • ესპანეთში ყოფნის მანძილზე აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისათვის გამოყოფილია 160 ევრო ყოველდღიურად (5 დღე + 2 დღე მგზავრობის), ჯამში 1 120 ევრო.

დაფინანსების პროცედურები:

მობილობისათვის განკუთვნილი თანხის 100 % ს პერსონალი მიიღებს ხელზე (ჩეკის სახით, რომელსაც შემდეგ გაანაღდებს ბანკში), მობილობის დაწყების პირველივე დღეს. (მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად)

დამატებითი ინფორმაციისათვის, დაუკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილებაში შორენა პარუნაშვილს.

ელ.ფოსტა: Sh.parunashvili@sabauni.edu.ge, ტელ.: 242 22 42/115; 407 ოთახი, მეოთხე სართული